ამ პოსტს დიდი სიხარულით ვწერ,რომელიც წუხელ ღამის 12საათის შემდეგ განვიცადე!
როდესაც საათი გადაცდა 12 უცებ სხეულში პოზიტივის ქარმა დამიარა. თავიდან ვერ გააცნობიერა ჩემმა გონებამ თუ რა მოხდა....
პირველი რაც თავში მომივიდა აზრად-ბილეთი ხომ არ დაჯდა-თქო! ვეცი, როგორც ჭიჭარტუნა ეცემა ხოლმე მაცივარში გადანახულ ტორტის ნაჭერს ევროპა ბეთის აქუნტს,მაგრამ მალე მივხვდი რომ ისევ ერთმა თამაშმა გამისხა. დავფიქრდი,ცოტათი დავღონდი და ლამის ყურები ჩამოვყარე.
რა ხდება-თქო, თავში ეს აზრი მიტრიალებდა. უცებ ფბ-ზე მესიჯი მომივიდა,უიმე გახარებულმა ვეცი,მგონი ლენამ მე დამამატა ბიგმასტერი მაგივრად-თქო და ისე გამიხარდა ბოლოს მსგავსი ემოცია განვიცადე,როდესაც "სონი აძინი" მიყიდა ბაბუაჩემა,როდესაც 14 წლის ვიყავი მგონი.
მარა ჩემი ფეხები. მეგობარი ჯამბულო მწერდა ხონიდან და მთხოვდა: კაცურად,ლარიანი ხომ არ გექნება,აჭარაზე რომ ჩამირიცხო ?
მართალია ლარიანი გადანახული მქონდა მზესუმზირისთვის,მაგრამ მეგობარს ხომ არ ვაწყენინებდი და წავბოდიალდი ჩასარიცხად. გზაზე პატრულმა გამაჩერა და ნარკო ტესტის გავლა მომთხოვეს

არაფერი არ აღმომაჩნდა,იმათაც გაუცრუვდათ იმედები და აი ასე ცოტათი გაღიზიანებული მივაჭერი ჩასარიცხ აპარატურას და ის იყო უნდა ჩამერიცხა, რომ უცებ საიდანღაც გამოხტა ვიღაც ტიპი,სტაცა ჩემს ლარიანს ხელი და დაიყვირა: ასე ვიცით მტკაველამ! მაშა...მაშა!
მე მივაძაღე-ლარიანი ბიჯო,ორ ლარიანი არ არის! იმან სანამ თვალს მიეფარებოდა ხურდა დამიბრუნდა და დაიყვირა-რა ვქნა ძმაოჯან,ამ ოცნების ხელში 50 თეთრზეც არ ვამბობ უარს,ფაქტობრივად 50 ცენტი ვარ რეპერი რომ არის! იო...იო...
მაგრად დავიგრუზე
წამოვბაჩუნდი ისევ სახლში. გზაზე მაგარი სეტები გაეძრენ (ნაშობა ანუ ),მეც გამახსენდა დიდი სნიგერის და თედოუსის ნასწავლი ტექნიკა და ეგრევე მივაჭერი.
ის იყო ვაპიკაპებდი უცებ გაიჩითა ჰერმიონა და შესძახა მჭექარე ხმით: მე მომხოდენთ გოგოებო! ამ დროს გოგებმა გადაიძრეს ნიღბები და აუდორი და გარსონა არ აღმოჩნდენ. გავრბივარ მე გარბის ჰერმიონაც. მოგვზდევენ აუდორი და გარსონა. კაროჩე ძლივს გადავრჩი.
გზად ბიგმსატერი გამეჩითა და კომბალი ჩამცხო თავში,მერე მომაძახა: სორვი ძმა,ლანა რეი მეგონე.
მოკლედ,ემოციური ადამიანი ვყოფილვარ და აქამდეს ვერ ვამჩნევდი. გზა ჯვარედინზე მდგარმა-ძლივს მივაგენი სახლი.
სახლში როდესაც მივედი ფორუმზე შემოვედი და პმ დამხვდა. უცებ მეგონა ჰოლდენამ მომწერა გულთფილი მესიჯი,რომელიც ასეთი იქნებოდა: ჩემო პატრა,მეზღაპრე! თურმე როგორ ვცდებოდი შენში. გახსოვს 20 IQ გაქვს-თქო რომ გითხარი?
არ უნდა მეთქვა. თურმე ჩემზე ჭკვიანი და ნაკითხი ყოფილხარ,თვით გრძელ პოსტასაც გაუწევ კონკურეციას და ამის გარდა ძალიან სიმპატიური მამაკაცი უნდა იყო.
180 სმ რომ არ იყო და დაკავებული რომ არ ვიყო,უეჭველი დავინტერესდებოდი შენით,ახლა მხოლოდ, ფრენდზონაში ყოფნა შემიძლია შემოგთავაზო...
ასეთი იმედებით ვხსნი პმ და მიროს მოწერილი აღმოჩნდა სადაც ეწერა- ძმა ტასია ხომ არ გამოჩენილა ?
სრული პიზდეცი იყო. იქეთ ყველფერს დაემატა ისიც, რომ ლარის გამო დავკარგე ჯამბულო,რომელიც 10 წელი იყო ჩემი მეგობარი.
გადავწყვიტე დამეძინა. ცოტა წავუძინე და დამესიზმრა ერთი ფორუმელი გოგო,რომლის მისამართის გაგებას ვჩალიჩობდი 3 თვე. მინდოდა სუპრიზი მომეწყო და გამეგზავნა დიდი ვარდების თაიგული. ლამაზი სიტყვების თანხლებით,მაგრამ იმ გოგომ სხვა ფორუმელი ბიჭი აირჩია და ასე გაქრა ჩემი რადარებიდან.
სიზმარში მე და იმ ბიჭს შორის წავიდა გაცხარებული ჩხუბი,სადაც მე გავიმარჯვე,მაგრამ იმ გოგომ იმ ბიჭს მოეხვია და დალილავებული სხეულის დამუშავება დაუწყო,მე საყვედურებით ამავსო: შენ სოფლელო,ხეპრე! მართალი იყო სალომეა ქერა,სოფლელების სინსილა გაწყდა...
გამომეღვიძა და ისევ ფორუმზე შემოვედი. ვიფიქრე მეტი ცუდი რაღა უნდა მოხდეს-თქო და უცებ შემთხვევით ქიქოფას დადებულ მუსიკაზე დამეჭირა ხელი და მერე მთელი ღამე აღარ დამეძინა.
დილით შევედი აბაზანაში და თვალი მოვკარი ჩემს სათვალებს,რომელიც აბაზანაში დამრჩენოდა,ჰოდა უცებ გამასხენდა აჩკიპა და ის რომ ამ მართლაც რომ ღირსეული ადამიანის დაბადების დღე აირის დღეს და მივხვდი რატომ გამიხარდა წუხელ ასე ძალიან!
Asklipiodotaaგილოცავ,აჭკპა,ძმა! სულ ბედნიერი ყოფილიყავი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად
არ მოგკლებოდეს სიხარული,სიყვარული და ჯამრთელობა!
რაც მე ვერ დაგლოცე ტიმმა დაამატოს 100-მაგათ