ერთი მოსწავლე მყავდა იმდენ ტყუილს მეუბნებოდა გამარჯობასაც აღარ ვუჯერებდი ყველა წინადადებას ამატებდა - არ გატყუებთ მას მართლა არ გატყუებთო
ჰოდა
ერთ დღეს სკოლაში დააგვიანა არასდროს აგვიანებდა დედამისს დავურეკე ჰო კარგად არის-მეთქი და იმანაც მაშინ შემოაღო კარი
სკოლის წინ ვიდექი და რაღაცებს ვუყურებდი ბოდიშიო
დავალება მივეცი და მაშინვე მუცელი მტკივა მართლა არ გატყუებთ სახლში გამიშვითო
მეთქი შესვენებამდე მოიცადე თუ არ გაგივლის დავურეკავ დედაშენს
შესვენებაზე ირბინა იხტუნა და გაკვეთილზე იისევ გაახსენდა
მეთქი კიდევ მოიცადე შესვენებამდე
კაიო მაშინ საპირფარეშოში გამიშვიო
მიდიოდა დამლაგებლებთან ჯდებოდა და სევდიან ისტორიებს უყვებოდა რამდენჯერმე ატირა კიდეც ის ქალები
გავუშვი
წყლის ბოთლი აავსო ლიტრიანი და მთელი გაკვეთილი სვა სვა სვა
მეკითხება მას გული რომ ამერიოს ჰო გამიშვებთ სახლშიო
კი-მეთქი მაგრამ არაფერი მოხდება მოვეფერე
დავბრუნდი დაფასთან მოვტრიალდი და ბავშვმა იმდენი და იმხელა ძალით ამოარწყია მერხების ორი რიგი დასვარა

რწყევა ის იყო თუ იყო