dryadeმთლად საღამო არაა, მაგრამ რა უჭირს
ჭარბწონაზე, როგორც მახსოვს, გვაქვს ოთხი ხარისხის სიმსუქნე:
I ხარისხის სიმსუქნის დროს ზედმეტი წონა აჭარბებს ნორმალურს: 30%-ით
II ხარისხის სიმსუქნის დროს ზედმეტი წონა აჭარბებს ნორმალურს:50%-ით
III ხარისხის სიმსუქნის დროს ზედმეტი წონა აჭარბებს ნორმალურს:100%-ით
IV ხარისხის სიმსუქნის დროს ზედმეტი წონა აჭარბებს ნორმალურს:200%-ით და მეტით
მიუხედავად სანატრი ფორმების, კვებასთან თავფრთხილობა გვმართებს. საკვების ადეკვატური რაოდენობა საჭიროა სასიცოცხლო პროცესების ნორმალური მსვლელობისათვის. ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების საერთო თვისებაა ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარი.
დავიწყოთ პროტეინებით. სახალისო ინფორმაცია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის პირობებში ადამიანის სხეულის ცილები განახლდებიან თითქმის 200-ჯერ.
საჭიროა გვახსოვდეს, ცილოვან შიმშილს წამყვანი მნიშვნელობა აქვს ისეთი მძიმე დაავადებების განვითარებაში, როგორიცაა: ალიმენტური დისტროფია, მარაზმი, კვაშიორკორი. მისი დეფიციტის ადრეულ გამოვლინებას წარმოადგენს ორგანიზმის დაცვითი რეაქციების შესუსტება, სწორედ ამიტომ მოშიმშილე ადამიანი მილეულია ხოლმე. რაც არ უნდა უცნაური იყოს ხანშიშესული ადამიანები ახალგაზრდებთან შედარებით საკვებ რაციონში საჭიროებენ ცილის შედარებით დიდ რაოდენობას. ოღონდ ზედმეტიც არ ვარგა, ცილოვანი პროდუქტებით უპირატესი კვება იწვევს ორგანიზმის დატვირთვას: პურინის ფუძეებით და ამიაკით.
ისე ვისაც ბავშვები გყავთ ან მომავალში გეყოლებათ, მათ დიეტას როდესაც ვადევნებთ თვალს საჭიროა 8 შეუნაცვლად ამინომჟავას დავუმატოთ: არგინინი და ჰისტიდინი. ზოგადად კი შეუნაცვლადი ამინომჟავებია: მეთიონინი, ფენილალანინი, ტრეონინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ლიზინი და ბატონი ტრიპტოფანი.
ჰო ანუ ეს ყველაფერი დასახელებები კი კარგად ჩამოვწერე მაგრამ

მხოლოდ ამ კონკრეტულების წაკითხვა არაა საკმარისი, გახსოვდეთ რომ ცილების ნორმალური ათვისებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათში შემავალი ამინომჟავების ბალანსირებულ შემცველობას. ასევე გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთი იზოლირებულად შეყვანილი ამინომჟავა ორგანიზმში იწვევს ტოქსიურ მოქმედებას სწრაფი დეზამინირების გამო. ვეგეტარიანელებისთვის კი სამწუხარო ამბავი, მაღალი ბიოლოგიური სრულფასოვნებით ხასიათდება ცილები - ცხოველური წარმოშობის.
ახლა ცხიმებზე. ცხიმების კომპონენტებიდან კვების შეუნაცვლად ფაქტორს წარმოადგენენ, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. ენერგეტიკული თვალსაზრისით ცხოველური ცხიმები მცენარეულთან ხასიათდება მსგავსი მაჩვენებლებით. ხოლო ათვისების მიხედვით მცენარეული ცხიმები ცხოველურთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით. პარადოქსულია მაგრამ ბიოლოგიურად სრულფასოვან ცხიმებს წარმოადგენენ ცხიმები: არც მცენარეული და არც ცხოველური წარმოშობის

ერთი-ორი სიტყვაც ლეიციტინზე. იგი წარმოადგენს ფოსფატიდს. ლეციტინს დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, როგორიცაა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ათეროსკლეროზი. ვისაც ვარჯიში და კუნების დაყენება სურს :დ ხელს უწყობს ორგანიზმში ცილის დაგროვებას. როდესაც ლეიციტინი მცირე რაოდენობით გვაქვს, პირიქით ცხიმები გვიგროვდება :/
ახლა ნახშირწყლებზეც, გახსოვდეთ, საკვებ რაციონში ნახშირწყლების ზომიერ რაოდენობას თან სდევს - ცილების მინიმალური ხარჯვა
საკვებ რაციონში ნახშირწყლების ზედმეტ რაოდენობას კი თან სდევს - მომატებული რაოდენობით ცხიმების წარმოქმნა.
არჩევანი თქვენზეა
ჰოო... სახამებლის შემცველობა ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის წარმოქმნის ნორმალურ მიმდინარეობას. დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით მონო- და დისაქარიდების მიღება იწვევს კი ალიმენტურ ჰიპერგლიკემიაში ჩაგაგდებთ.
ალიმენტურ ჰიპერგლიკემიას ძირითადად იწვევს საკვებ რაციონში საქაროზის ჭარბი რაოდენობით არსებობა...მისი თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია ფრუქტოზის გამოყენება.