მშვენიერი თემა გახსნა დრიადამ. ვარჯიშის თემაში კუნთებზე ვიყურებით ბიჭები და აჯიმანიებზე და მასეთებზე ვლაპარაკობთ. ეს უფრო გოგოშკური ვარჯიშის თემა იქნება ალბათ სადაც მარტო წონაში დაკლებაზე და ტრაკის ვარჯიშებზე იქნება ფოკუსი

ტკბილები არის დამღუპველი წონის მოცილებისთვის, რადგან ტკბილებს მადაზე მოყავხარ და გინდა რომ ჭამო და ჭამო სანამ მუცელი არ გაგისკდება, თან ტკბილები უნუტრიენტო ცარიელი კალორიებია. მე ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ შოკოლადებისთვის და ნამცხვრებისთვის გამოყოს ერთი დღე კვირაში, დანარჩენი 6 დღე მკაცრად დაიცვას დიეტა და არანაირ ტკბილს არ გარკაროს. რათქმაუნდა ხილი შეიძლება (თუმცა ზოგიერთი ხილის მაღალი შაქრიანობის გამო აქაც ცოტა სიფრთხილეა საჭირო). მე ვაკეთებ ასე, კვირაში ერთი დღე ვჭამ "პიკნიკს" და სნიკერს და პონჩიკს - ესენი მეყვაარს

. მოკლედ კვირაში ერთი ჩითდეი ყველაზე ეფექტური მიდგომაა.
თუმცა, თუ გინდათ რომ ჩემზე წინ წახვიდეთ და ტკბილზე დამოკიდებულება საერთოდ მოიშოროთ მაშინ რამენაირად უნდა გაქაჩოთ 2-3 კავირა ყველანაირი შოკოლადების და ნამცხვრების და ნაყინების გარეშე. ეს არის ლომკების პერიოდი და თავს იგრძნობთ როგორც ნეხვი. მარა ამ პერიოდის მერე საერთოდ დაკარგავთ ტკბილების გასინჯვის სურვილს - ასე ამბობენ მეცნიერები, მე არ გამომიცდია
ასევე, თუ გინდათ რომ კიიიდევ უფრო დააჩქაროთ წონაში კლების პროცესი მაშინ ყველანაირი ნახშირწყალი (კარბოჰიდრატი) უნდა ამოიღოთ რაციონიდან, გარდა ბოსტნეულისგან და ხილისგან მიღებული ნახშირწყლებისა. ანუ არ უნდა ჭამოთ წიწიბურა, ბრინჯი, შვრია, პური, ცომეულები და პიცები მაკარონები და ა.შ. სტაფილო, კომბოსტო, კიტრი და პამიდორი და ხახვი და მასეთები მიირთვით რამდენსაც გაუძლებთ. აქვე დავწერ, რომ ზეითუნის ზეთს თუ იყიდით და სალათებში უზამთ ძალიან წაადგება თქვენ წონას და დანაყრების მეტი შეგრძნება გექნებათ. საჭიროა ცხიმების მიღება ყოველდღე. ასე რომ არ შეგეშინდეთ. ოლეინებს და სხვა მზესუმზირაზე დამზადებულ ზეთებს შეეშვით. მხოლოდ ზეითუნის ზეთი.
კვერცხი მიირთვით, ხორცი და თევზეული ყველანაირი, რძის პროდუქტები, კაკალი ძალიან კარგია წონისთვის+ უზომოდ სასარგებლოა, ბოსტნეული და ხილი ხო აუცილებლად. რა ჯობია კაი კიტრი-პამიდვრის სალათას ზეთმოსხმულს, ხახვით და ყველით, + მოხარშული კვერცხით + ცოტა შემწვარი ქათმის ხორცით მნიამ.
თუ კიიიიდევ უფრო გინდათ რომ დააჩქაროთ წონაში კლება, მაშინ ყოველდღე 20-30 წუთი თუ ცოტა სწრაფად ისეირნებთ ესეც დაგეხმარებათ.
თუ კიიიდევ უფრო გინდათ დაჩქარება ამ პროცესის მაშინ დღეში მინიმუმ 6 საათი იძინეთ და ბევრი არ ინერვიულოთ - უძილობა და სტრესი ასუქებს, დადასტურებულია უხვი კვლევებით.
თუ კიიიიიიიიდევ უფრო გინდათ დააჩქაროთ ქონების მოსპობა, მაშინ კვების ფანჯარა შეიქმენით 12:00დან 20:00მდე. ანუ თორმეტიდან საღამოს რვა საათამდე მიირთვით, დანარჩენი დრო (საღამოს რვიდან დილის თორმეტამდე) საერთოდ არანაირი კალორია არაფრის დიდებით არ მიიღოთ. არანაირი საჭმელი, არც რძიანი ყავა და არც ფორთოხლის წვენი და ა.შ. ეს იმიტომ რომ ორგანიზმი ბოლო ჭამიდან დაახლოებით თორმეტი საათის მერე გადადის საკუთარი ცხიმის მარაგით არსებობაზე. ანუ 20:00დან 12:00მდე თუ არანაირ კალორიას არ მიიღებთ გამოდის, რომ მთელი 16 საათის განმავლობაში ორგანიზმი მარხვაზე იყო. ანუ მთელი 4 საათი მხოლოდ საკუთარი ნატურალური ცხიმით სულდგმულობდით.
ძალიან მნიშვნელოვანი: არანაირი ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკაკოლები, სპრაიტები, ფანტები და ა.შ. ესენი არიან გამასუქებლები სტეროიდებზე. მხოლოდ ჩით დეის დროს შეიძლება. ეს ეხება ლუდსაც. მხოლოდ ჩით დეის დროს ლუდი, სხვა დროს არა.
თუ ამ ინსტრუქციებს შეძლებისდაგვარად მიყვებით წესით კვირაში 1კგ - 1.5კგ სუფთა ქონი ძალიან მარტივად უნდა დაწვათ. შეიძლება უფრო მეტიც. ორგანიზმს გააჩნია, დისციპლინას, სუბიექტის სხეულის ქონის პროცენტს, სქესს, ასაკს და რასას. მაგრამ მე ზედმეტად თავის გაგიჟებას არ გირჩევთ.
მე 100კგ ვიყავი ახალ წელს, ეხლა 82 ვარ

წარმატებეს გისურვებთ მსუქნებო