PEG-100რა ნიკიდ ხარ ევროპაზე ?
sაlოmეaწერილი ტომს!
შენ მაინც არ გაიზარდო ტომ.
მე გავიზარდე, მიუხედავად ყველაფრისა გავიზარდე...შენ ხომ იცი ბავშვობაში ერთხელაც არ მინატრია დიდად ყოფნა...ვიცოდი,ვიცოდი რომ ოდესმე მაინც მომიწევდა გაზრდა და აი გავიზარდე...
ბევრი რამე გავიგე ტომ! ისეთებიც რის ცოდნასაც არ ვისურვებდი..იცი სიკვდილი მართლა ყოფილა..ბავშვობაში გამონაგონი მეგონა ტომ..აი ისეთი ბუა მოდისო...ჰო, სიკვდილი ბუა იყო ტომ, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა არ მოდიოდა..და მოვიდა და მივხვდი რომ ბუა იმიტომ არ მოდის რომ ბავშვი ხარ, გაიზრდები და აი, მაშინ უკვე ბუასაც უჩნდება მოსასვლელი..
ბავშვობაში მეგონა რომ პეპლის ფრთებისაგან შეიძლებოდა კაბის შეკერვა..ერთხელ ულამაზესი პეპელა ვნახე და შევინახე, მერე ჩემმა დამდა მამიდაშვილმა გადამიგდეს მე კიდე ვტიროდი რატო გადააგდეთ კაბა უნდა შემეკერათქო..
ბავშვობაში მეგონა,რომ თუკი ცისარტყელაში გავივლიდი ბიჭი გავხდებოდი,ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს დავადექი გზას...მივდიოდი და ცისარტყელაც მიდიოდა....და ბოლოს ისევ გოგოდ დავრჩი..
ბავშვობაში მეგონა,რომ თუკი ადამიანი გიყვარდა არ შეიძლებოდა იქიდანაც იგივე არ წამოსულიყო ან პირიქით,თუ მას ეყვარებოდი შენ არ შეგეყვარებინა...
ბავშვობაში მეგონა,რომ შერლოკ ჰოლმსი იმიტომ იყო მაგარი,რომ დანაშაულებს იძიებდა, ეხლა ვიცი რომ იმიტომა იყო მაგარი, ადამიანებს ჰაერივით სჭირდებათ თუნდაც ყველაზე მატერიალური ჭეშმარიტება..თუნდაც ყველაზე მწარე.
ბავშვობაში ,რომ მეგონა რომ სასაცილო იყო ილარიონის შუშის თვალი, ახლა მეტირება იმ თვალი გამო რომლიდანაც ცრემლი არ მოდიოდა.
ბავშვობაში მეგონა, რომ ჯეინ ეარი ვიქნებოდი, ახლა ვიცი რომ „იატაქვეშეთის ჩანაწერების“ გმირი ვარ..
.....................
გავიზარდე და ვიცი,რომ ყვავმა შეიძლება ინატროს პეპლის ორ დღის სიცოცხლე...
ცისარტყელამდე ვერასდროს მიაღწევ..
და რომ ადამიანები ვკარგავთ შეყვარების უნარს...
ამიტომაც შენ მაინც არ გაიზარდო ტომ! :old:
მშვიდობით სალომეა