გამარჯობა ჩემო მრავალჭირნახულო მომხმარებლებო!
თქვენც მოგესალმებით ფუფუნებაში გაზრდილნო და თქვენც, ჯერ რომ არც ჭირის გაგეგებათ რამე და არც ფუფუნების (ფეხზე უნდა ადგეთ ასეთ დროს ბავშვებო და თავი დამიკრათ)!
როგორც ლეიკამ აღნიშნა, ფრიად აღსანიშნავ დროში ვცხოვრობთ და იმიტომაც აღნიშნა იმ კაცმა (მინდა აქედან ცოცხლად ვადღეგრძელო და მან კი იქიდან ილოცოს ჩვენთვის)...
პირველ რიგში მინდა მეც დავადასტურო ბატონ ლეიკას აღმოჩენის ჭეშმარიტება და შემდეგ ცოტა სხვა კუთხით განვავრცო ხსენებული თემა.
დიახ მეგობრებო! ნამდვილად აღსანიშნავ დროში ვცხოვრობთ და აღსანიშნავია არა მხოლოდ როგორც ათასწლეულების მიჯნა, არამედ ამ დროის თითოეულ საუკუნესაც საკუთარი განსაკუთრებულობა ახასიათებს!
მეტსაც გეტყვით - თითოეული წელი აღსანიშნავია და აღვნიშნავთ კიდეც ყოველი ახალი წლის დადგომას
მოდი, კიდევ უფრო შორს წავალ და გეტყვით, რომ თითოული თვეც და კვირაც კი გამორჩეულია და თვითმყოფადი;
და ბოლოს იმდენად გავკადნიერდები, რომ კონკრეტული დღეების აღსანიშნაობასაც აღვნიშნავ
აგერ დღეს, მაგალითად, მთელი ცივილიზებული საზღვაო-სანაოსნო სამყარო აღნიშნავს იმ მოვლენას, რომელსაც ზუსტად 30 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი!
სწორედ სამი ათწლეულის წინ გაჩნდა ის ფენომენი, რომელმაც უკვე მოასწრო წარუშლელი კვალის დატოვება მსოფლიოს 173 ქვეყანაში (უბრალოდ იმ ოხერ სსო-ში მეტი ქვეყანა არ არის გაწევრიანებული, თორემ სხვებშიც დატოვებდა).
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გალეს დაბადების დღეს გილოცავთ!
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე