ხო, ყველა ვერ იზავს, მაგრამ ვფიქრობ მაინც გაცნობიერებული შიშის ფაქტორია და შეიძლება პესიმისტური მიდრეკილებების ბრალია. აი, შემთხვევა იყო აშშ-ში. კლდეში გაჭედილმა კაცმა, ფეხი მოიჭრა საკუთარი ხელით ჯიბის დანით. ყველა ამას ვერ იზავდა და დანებდებოდა, დანებება კი იგივე თვითმკვლელობა იყო. მაგ შემთხვევაში, თვითგადარჩენის ინსტიქტი მისთვის უფრო ძლიერი აღმოჩნდა ყველანაირ შიშზე, არადა ფაქტიურად წამება გამოირა. წამების შიშიტ ხალხი თავს იკლავს.
მე მაინც ვფიქრობ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც უიმედო სიტუაციაში. შეიძლება ვერ ვქნა და რეალობაში მე სხვაზე სუსტი აღმოვჩნდე, უფრო ადრე გავექცე პრობლებთან შეჯახებას, მაგრამ გაცნობიერებულად ნამდვილად ასე ვფიქრობ