კარგია, რომ გეფიქრება მაგ ყველაფერზე. . . .
ძალიან მაგარია. . . .
ალუდა იმიტომ კი არ იყო მაგარი, რომ კარგად ისროდა. . . .
ალუდა მემეტე იყო, სისხლმოწყურებული იყო (ზვიადაურივით) და იმიტომ გაედევნა მარტო ქისტებს და არ დაუცადა დანარჩენ ხევსურებს. . .
იცოდა რომ რადგან მარტო ცხენები წაასხეს და საქონელი არ წაასხეს, ქისტები წვერების შეკვრით არ იქნებოდნენ წამოსულები და შესაბამისად მათი რიცხვი მცირე იქნებოდა. . . .
მისი და მუცალის ურთიერთლანძღვა, მკვლელობის მორალურ-თეოლოგიური დასაბუთებაა. . . .

მუცალმა თოფის ჩუქებით ის უთხრა, რომ ცხენებიც ფეხებზე ეკიდა. . . . თოფიც. . . .
და. . . .
ყველაზე საშინელ რამეს ამბობს, რაც შეიძლება მაჰმადიანმა (ქრისტიანმაც) სიკვდილის წინ თქვას. . . .
არც ღვთის მადლი უნდოდა. . . .
ეგეთ კაცზე ვერც აქ გაიმარჯვებ და ვერც იქ აბანდვინებ ჯღნებს, შანსი არ გაქვს. . . .
აზრი ეკარგება ვინ უფრო კარგად ისვრის და ვინ ვის მოკლავს. . . .
მაგის მერე ალუდას თითოეული საქციელი (დატირება, "სიზმარი", ხატობაში შესაწირის დაკვლა) არის მიღმურ სამყაროსთან ურთიერთობა და იმის მცდელობა, მუცალი მიღმურ სამყაროში მათი ტოლ-სწორი (ცხონებული) იყოს. . . .
ეგ არის სინამდვილეში ალუდას და ხევისბერს[რომელმაც იცის მიღმური სამყარო] (+ სოფელს) შორის კონფლიქტის მიზეზი და არა ყბადაღებული მკლავი.
მაგას სხვა ვაჟკაცობა და გამბედაობა უნდა, კარგ მსროლელობაზე და კარგ მეხმლეობაზე სრულიად განსხვავებული სხვა ვაჟკაცობა. . . .
მაგრამ ერთია "უცხოსთვის ცრემლის ღვრა". . . .
და
სულ სხვაა მიღმურ სამყაროში ბოროტის (ქაჯების) ტყვე იყო და "ბოროტმა შენს გულში ფეხი ვერ მოიკიდოს". . . .
ცოდნას ორივე ეუფლება ("სიზმარი", "გველის ხორცის ჭამა"), მაგრამ მინდიას ჩემი აზრით უფრო რთული გზა ჰქონდა გასავლელი და პოემაც უფრო რთულია გასაგებად. . . .