Uxeiroრატომ არ ვცურავდით და თბილისის ზღვა ცივია, იქ გახურებულების შესვლა არ შეიძლებოდა, ზაფხულში კი ბატონო, მაგრამ ჩვენ მთელი წელი დავრბოდით.
თან ერთი იყო, უკან ხომ უნდა ჩამოვსულიყავით ისევ სირბილით?
მივდიოდით აუზზე და ერთდროულად შხაპსაც ვიღებდით, მერე საათს ვუყურებდით და დროში ვცურავდით.
ერთი ახირებული ძმაკაცი გვყავს.
დავნიძლავდეთ, თბილისის ზღვას ვერ გადაცურავთო.
ეს სამივე ვდგევართ და ვუყურებთ, რა ვუყოთ ამას?
რაზეა სანიძლაო?
თუ წააგეთ, სამი ბოთლი არაყი იკისრეთო.
თუ გავედით მეორე ნაპირზე, არაგვის რესტორანში წავალთ საძმაკაცო შენს ხარჯზე.
მოსულა?
წავედითო.
მაშინ ჩემი უბნელი მუშაობდა მაშველად, წამო, ეს ჩაიდე ნავში და მოგვყევი.
შევედით სამივე და შეუბერეთ.
შუამდე ვართ მისული, ეს კიდევ ნავიდან გვეუბნება, ამოდით თორემ დაიხრჩობითო.
აგებს სანაძლეოს და ნერვიულობს.
თავისუფლად გავედით მეორე ნაპირზე.
ეს კიდევ ზიის იმ ნავში და იჯღანება.
წავედით რესტორანში, იქ კიდევ ჩხუბი მოგვივიდა მაგის გულისთვის.
ჩვენზე მეტნი იყვნენ, მაგრამ დავალაგეთ ერთმანეთზე.
ორ ფეხზე მოსიარულე შარია დღესაც.
პ.ს. ამ სურათზე კიდევ ჩემს სტიქიაში ვარ, "პროფესიონალი ჩიტირეკია" გახლავართ.