10 წლის ვიყავი მემგონი რომ ამომაჭრეს, ჯერ მოყინვით აპირებდნენ და ექიმთან რომ მივედი, მოყინვის აპარატში თხევად აზოტს ასხავდა, ჰოდა ცოტა დაეღვარა იატაკზე და ამოწვა, მაგის დანახვაზე უკანოუხედავად დავტყდი იქიდან, თან მაგრად დავრბოდი ბავშვობაში და ერთი 20 წუთის მერე დამეწივნენ სადღაც

მეორეთ ადგილობრივი ანესთეზიით გადაწყვიტეს, ჰოდა რომ მივედი, ექიმი იმხელა ნემსით გამოვიდა, ზურგს უკან მალავდა და მაინც ჩანდა

ის იყო დატყდომა დავაპირე რომ ამ ექიმის შვილიშვილი შემოვიდა გოგო და გამიტყდა, ჰოდა დავრჩი

თან ეს ექიმი, ლაპარაკობდა, რსაერთოდ არ ეშინია რა მაგარი ვინმეაო, მე კიდევ გულში ვიგინებოდი იმ გოგოს შემოსვლაზე