[QUOTE=მართვის თეორია,3 Sep 2019, 02:22 ] [/QUOTE]
ამისთვის…
ელოდები უსაშველოდ
ელოდები…
ქარის სუნთქვას, მზის ამოსვლას
განთიადზე…
ელოდები უსაშველოდ
ელოდები…
ფოთოლთ შრიალს, ცვარის კამკამს
ნამიანზე.
ქარი ჩადგა, მზეც არ ფიქრობს
გამოჩენას…
თითქოს დღეა, მაგრამ მაინც
უკუნია.
ფოთლებს არ სურთ ცვართან ერთად გალაღება,
ჩემი ყოფაც ერთი დიდი
წუწუნია.
იცი უკვე…
ჩამოთოვა თმებში თალხად
ის არ მოვა
და შენ მაინც მასზე ფიქრობ.
უკანასკნელ ამოსუნთქვას
მას გაატან,
მისია და სჯობს ისევე მასთან იყოს.
ელოდები,
უსასრულოდ ელოდები,
დაღამდაო...
ჩურჩულებენ ტირიფები,
რით ვერ გატყდი,
ან რატომ ვერ დაივიწყე?!
ხედავ უკვე
სანთელივით იღვენთები...
ელოდები, უსაშველოდ ელოდები…
X-Ray
[/QUOTE]

ჩემთვის ?,ის ლექსი რას ნიშნავდა ვერ მივხვდი მაინც ,ყოჩაღ

ვიცოდი ვინ იყავი
* * *
sაlოmეa
This post has been edited by livesx11 on 3 Sep 2019, 02:35