Datvlas-vin-gtxovsKatutu
კარგი ხალხები ხართ

პირობითად ჰქვია ბენდი ამ ამბავს
როგორ დაიწყო იცით? მე ზდში ვუკრავდი ხოლმე და ვმღეროდი საღამოობით, როცა კარგ ხასიათზე ვიყავი, ამ პერიოდში ანუბისი თავის ფერად-ფერად ლექსებს წერდა სხვადასხვა თემებში სადაც თავის ცუდად ყოფნას ასე გარდაქმნიდა
და ვიხოცებოდით ხოლმე მაგაზე
მერე ერთხელ ბუკოვსკიმაც დაუკრა უბრალოდ რაღაც და პირველივე პოსტში შევთავაზე მოდი ანუბისის ლექსები გავაცოცხლოთ თქო
მერე ვოკარუ მოაგდო ანუბისის ლექსზე
მერე მე მოვაგდე
მერე მაგან
მერე მე
მერე ანუბისმა ნახა თავის პოსტებზე სიმღერები და სგ სგ ბრატცი, კიდე გაიჩითეთო
მერე მოდი სარეპეტიციოში გავიჩითოთო, ვთქვით
მერე თორნიკეე მოვიდა და მე ბასზე ვიქნები ბრატციო
მერე ანუბისმა მე დრამზე დავუკრავო
და ჰეჰეო- იმას ის ვქენით
ხოდა ამაზეა უმეტესად, უსათაუროს ქრონიკებივით არის ლირიკები რამდენიმეს გამოკლებით
ბეტმენი ჩემი კომპოზიცია იყო ძველი, კიდევ არის ერთი ორი სხვა რამეები "და მე არ მინდა სხვა ნეტარება" და რაღაცები
ცოტაა, მაგრამ არი
სონგრაითინგის კუთხით რამდენიმე ისეთი იდეა დავახარჯე ამ გართობა-გართობებს თავიდან ცოტა გული დამწყდა მაგრამ ახლა მისწორდება

აი ეს იყო პირველი საღამოს ჩანაწერი
ესეც
ვერთობით უბრალოდ

იშვიათად ვიცლით და როცა გამოგვდის მივდივართ და იმას ვუკრავთ რაც უცებ მოდის
ჯემები მაგიტომ ჰქვია
რამე იდეას ავიღებთ რაც ტრიალებს და იმპროვიზაციით ვუკრავთ ზემოდან
ასწორებს
ჰობისავითაა
აი გოლფს რომ თამაშობენ ხოლმე ძიაკაცები ეგრე ვერთობით
ოღონდ მე შორტები არ მევასება