#55510126 · 21 Nov 2019, 23:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1 ტონალური, რომელიც მთავრდება და ბოლო თვეა, სულ მავიწყდება ახლის ყიდვა, ვერდავერ მოვიცილე. 1 თვალის კორექტორი (aka კონსილერი), 1 ბლაში, რომელიც მეოთხე წელია არადაარ დამთავრდა, რადგან იშვიათად ვიყენებ, 1 10ფერიანი თვალის ჩრდილების პალეტი, რომლიდანაც მხოლოდ 2 ფერს ვიყენებ, 1 ტუში, რომელიც დეკემბერში ორი წლის ხდება, ვნახოთ თუ მიაღწევს იუბილემდე. 2 თვალის ლაინერი, რომელიც სულ ახალია, რადგან 10-ზე მეტი წელია ვერ დავამუღამე ლაინერის წასმა. მაგრამ ერთი მაჩუქეს, მეორე კი ვიყიდე რადგან სხვებზე მაგრად მომწონს. 1 ტუჩისფანქარი და 1თხევადი ტუჩსაცხი.
P.S. როგორი ლუსტრაციის თემაა ჩვენი კოსმეტიჩკებისთვის.
|