ტიპები ერთ რაღაცას ორჯერ გაიფიქრებენ და OCD გონიათ
ვიღაც გოგო სათანადო რესფონს არ მისცემს და დეპრესიული აშლილობა გონიათ
რაღაც ### ფსიქოტროპულის ატხადნიაკში იგრუზებიან და ბიპოლარული აშლილობა გონიათ
ღამე სიბნელეში რაღაცას რაღაცას მიამსგავსებენ და შიზოფრენია გონიათ

ტიპებს ყველა ეგზისტენციალური კრიზისი და შფოთვა ფსიქიკური დაავადება გონიათ
ხოდა ბრატცი სახლიდან გამოსვლისას კიბეზე ჩასვლისას ყველა საფეხურს რომ დაითვლით, მერე უკან დაბრუნდებით და ისევ იმავეს გაიმეორებთ რამოდენიმეჯერ, კვირების განმავლობაში არარაობა და უკანასკნელი არსება რომ გეგონებათ თქვენი თავი, სისტემატურად შინაგანი ლპობის და გახრწნის განცდა რომ გექნებათ და სუიციდს ინატრებთ, ტელევიზორის ყურებისას საგნები რომ გადმოვლენ და სხეულში სხვადასხვა ხვრელებიდან შეგიძვრებიან და ყველაფერს იგრძნობთ, და გაუთავებლად ვიღაცის ან ვიღაცების ლაპარაკი რომ ჩაგესმებათ და ბოლოს ფუნქციურად რომ მოიშლებით და უვარგისი გახდებით, მერე შეგიძლიათ ისაუბროთ ფსიქიკურ პრობლემებზე