აქ მოიწი მეგობარო, რაღაცა მაქვს სათქმელი
შეიძლება მიწყინო და გული დაგრჩეს არც მთელი
იქნებ ოფლიც მოგედინოს, გეხსნას გულის სარქველი
სადაც აქამდე ითმინე, მოდი, ეხლაც გაძელი.
რაც დაწერე, აი ეგ ლექსი, არის ერთი ნაგავი
არც რითმაა, არც რამ აზრი, უაზრობის ნაზავი
გირჩევ პასუხს ნუღარ მომცემ, შერკინების გაქვს თავი?
პალიაჩი ვარ მე ბიჭო, რითმის სპელის მკასტავი!!