პირველი ძაღლი პუდელი მყავდა

მამაჩემმა მოგვიყვანა მე და ჩემს დას სუფთა სისხლის კაი მოვლილ-ჩაბანილი ლეკვი. ამ ჩემმა დამ დაიანახა თუ არა ოპელის სავარძელზე წამოსკუპებული მურივით შავი არსება, შეხტა სიხარულისაგან, დაიტაცა და სახელიც იქვე შეურჩია: "შენ მურა ხარ, კაი?".. ვახ, მოეწონა, გვიხარია მე და მამას, მაგრამ გამოხდა ასე ორი სამი თვე და მოიბეზრა გოგომ

ეს მურაც კაი ჩათლახი ვინმე აღმოჩნდა და შურის ძიების გრძელ თუმცა საოცრად სტრატეგიულ გეგმას მიყვა: დაიწყო მეზობლის ქათმების ჭამა, გზაზე გამვლელების ტრუსიკის დასველება და ბოლოს ჩვენი ბატი არ გადასანსლა? შეგვჭამა უბანმა დააბითო, მარა დაბმული ცხოველი ცოდოა მამამ და თუ ვინმეს ტრაკი გაქვთ ან მოკალით ან გამეშვითო

ჰოდა იყო ასე უბნის მასხარად მეზობელი შავლეგა და უბნის რისხვად საყვარელი მურა.. ბოლოს ტრაილერმა იმსხვრპლა ერთ მოლიპულ გზაზე.