პატარაობაში ალმასივით ვირეკლავდი რეალური მოვლენების სხვადასხვა კუთხეებს, ანუ ბებიაჩემის ენაზე: "ჭუკლუკინა ბოვშვი"

ვიყავი, ჰოდა ერთხელაც საწოლში ვარ დაჭყეტილი. ეს, ის დროა, ტელევიზორის ქონა, რომ გასაკვირი აღარ იყო გლეხობაში, ჰოდა მეც ვფიქრობ: " რა იქნება თუ სიზმარი ეს რეალობის მთავარი ხაზია? იქნებ შევდივართ მასში, ვხვდებით ყველაზე რეალური ჩვენი თავები, იწყება ერთობ დელუზიური მაგრამ "ჩაი-ყავა" განთიადებზე უფრო ამაღელვებელი თავგადასავლები თავისი პრიხოდებითა და ცრემლებით, ატხადნიაკებითა და სიხარულებით. ხოლო დილით, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, ყველაფერი იმ სამყაროსეული იმ სამყაროშივე რჩება და ასე არსებობს ეს ორი რეალობა, სიფხიზლე და სიზმრიზე და ეს ორი სამყარო ერთმანეთის არსებობის შესახებ ასე, ყველაზე უფრო არასტაბილური და ადვილად უარყოფადი აზრებით იგებენ. არადა, ნახე, თან რა მაგარია? თითქოს არც არსებობდი სანამ არ გაიღვიძებდიო არადა ამ დროს ხომ შეიძლებოდა ღმერთებთან ერთად ეჯექი კოცონს და ისტორიებს ყვებოდით, იმ ღმერთებთან, ამდენი ხანი რომ სძიობ და არა და არ სჩანან ამ მზის ნაჩვევ ჰორიზონტებზე"
ეტყობა რაღაცა მართალს მივაგენი იმ ღამეს, თორე ის საშინელი კოშმარი არ დემესიმზრებოდა. თითქოს სამყაროთაშორისი პოლიცია გავაბრაზეო.
დედაჩემის სიკვდილი მესიზმრა, თან ისე, რომ ვერც ვინძრეოდი, ვერ ვიღვიძებდი, ვერ ვტიროდი და ვერ ვეხმარებოდი, ყოველი წვრილ-წვრილად მახსოვს.