ესეიგი ცოცხალი ხარ
მე ვისწავლე, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად მეტი უნდა ქნა კონკრეტულ მომენტში.
დავრწმუნდი, რომ ადამიანები უბრალოდ არ მიდიან და მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, თითოეულ მათგანს კონკრეტული მისია აქვს შესასრულებელი.
ვისწავლე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ვარდისფერ სათვალეს რაც უფრო გვიან მოიხსნი მით უფრო ბედნიერ ცხოვრებას იცხოვრებ.
ვისწავლე, რომ ადამიანი ან ცუდი იბადება ან კარგი, და ვერანაირი გარემოება ვერ ახდენს იმხელა გავლენას მის ცნობიერებაზე, რომ მისი შინაგანი სამყარო, აზროვნება და ძირეული შეხედულებები/პრინციპები შეცვალოს.
ვისწავლე რომ მარადიული არაფერია და ამაში ტრაგედიას არ უნდა ვხედავდე.
დავრწმუნდი, რომ მდიდარი ხარ ადამიანი არა მაშინ როცა ბევრი ფული გაქვს, არამედ მაშინ, როცა კარგი მეგობრები გყავს.
ვისწავლე რომ ადამიანს ვერ უშველი, თუ მას ეს თვითონ არ სურს შენგან.
დავრწმუნდი რო ძალიან ძალიან ძალიან ბედნიერი ადამინი ვარ.
მადლობა ყურადღებისთვის.