Tzeentchიალონი, ხო? მაგარი გუნდია. სამეცნიერო კვლევითი ჯგუფივით არიან

ყველაზე ჩაღვარჭნილი და ლამაზი გალობები აქვთ მოძებნილი და მომღერლებიც იმის მიხედვით ჰყავთ შერჩეული, ვისაც უფრო სახასიათო და უნიკალური ხმა აქვს
ლათინურებიდან ვერე ლანგიორეს ნოსტროს ერქვა გუნდში გვამღერებდნენ კომუნისტების დროს, ძალიან მაგარი იყო
მაგას და დავითარცას
გალობა ორმაგად მაგარია თუ შენ გალობ. ხალხურისგან განსხვავებით არა ხარ ვალდებული შენთვის უცხო კილო გაურიო, მაგალითად კახელმა გურულად მოუქციო ან იმერულად
და როცა გალობ შენი თავი გგონია დუდუკი
* * *
მე ვგალობდი 2-3 წელი ეკლესიაში
ნაცნობებში გაიკითხეს, მეორე ხმა გვაკლიაო და ეს გამოვიდნენ ჩემზე
მერე მასწავლეს ეს წირვის საგალობლები და ვიდექი ხოლმე თავსაფრით წირვაზე
კი იცოდნენ, ურჯულო რომ ვიყავი, მარა არაფერს მეუბნებოდნენ
მარტო ეს მღვდელი რომ დაახრჩოლებდა ხოლმე კვამლს მაგაზე მახველებდა, თან მწეველი ვარ და დილასაც არ ვდგები ჩემით
ხოდა ეს რეგენტი ჩამჩურჩულებდა ხოლმე, არაფერია ბოროტი გებრძვის
ვინ მოიგონა მამლის ყივილზე წირვების ტარება ოღონდაცა