აბა ჰე დავირაზმოთ და ხმა მივცეთ ლაშა ტალახაძეს!!! გავაზიაროთ!!!
პოლიტიკაშიც და ყველგან გახსენით ვისაც შეგიძლიათ
ხმა მიეცით ლაშა ტალახაძეს!
მსოფლიოს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვა დაიწყო.
გამოკითხვაში ბოლო წლების უცვლელი გამარჯვებული ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 4-4 გზის ჩემპიონი ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მონაწილეობს.
ყველა თქვენთაგანს საშუალება გაქვთ შეხვიდეთ აქ
https://www.iwf.net/lifters-year-2019/ და ქართველ ძალოსანს გამარჯვებაში დაეხმაროთ.
მივყვეთ ინსტრუქციას: ზემოთაღნიშნულ ბმულზე გადასვლისას თქვენ გამოკითხვის საიტზე მოხვდებით.
იქ კი საუკეთესო ძალოსნების ჩამონათვალში ლაშა ტალახაძეს მოძებნით და ღილაკზე ხელის დაჭერით მონიშნავთ. იქვე აუცილებელია გოგონათა გამოკითხვაშიც მონიშნოდ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კანდიდატი.
ქვევით ცარიელ ველში ჩაწერეთ თქვენი სახელი და ქვეყანა, საიდანაც ხმას აძლევთ. ბოლოს კი ხელი დააჭირეთ ღილაკს VOTE.
გამოკითხვაში მონაწილეობა 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ.
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანთა გამოკითხვაში ლაშა ტალახაძის კონკურენტები ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი ომ იუნ ჩოლი, ჩინელები ჟიონგ ში და ხიაოჟუნ ლიუ, ასევე სომეხი სიმონ მარტიროსიანი არიან.
გოგონებში კი ერთმანეთს ტიტულს ტაიპეის წარმომადგენელი ჰსინგ ჩუ კუო, ჩინელი ვეი დენგი, ამერიკელი კატარინ ელიზაბეთ ნიე, ჩრდილოეთ კორეელი იონგ სიმ რიმი და კოლუმბიელი არბოლედა ლეიდი ისენია სოლისი ეჯიბრებიან
https://sporter.ge/18709/ხმა მიეცით ლაშა ტალახაძეს!
https://www.iwf.net/lifters-year-2019/