ერთ ღრმად მორწმუნე ადამიანს გადაეყარა ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი და ეუბნება:
- მოდი ქალებში წავიდეთო.
-არა რას ამბობ? ეგ ცოდვაო.
- მაშინ ცხვარი მოვიპაროთ დავკლათ და შევჭამოთო.
-ეგეც ცოდვაა გენაცვალე, ნუ ცდილობ ჩემს ცდუნებასო.
- რახან ასეა, ერთი ქალი შემომიჩნდა ჭორებს მივრცელებს და იქნებ დამეხმარო ჩვენც გავუვრცელოთ ჭორებიო...
-ეგეც ცოდვაა ჩემო ძმაო და არ შემიძლიაო.
- მაშინ ერთი ჭიქა ღვინო დავლიოთ, კურთხეულიაო.
-კი ბატონო, მაგაზე არ გაწყენინებო.
ერთ ჭიქას ორი მოჰყვა, ორს ექსვი
და ქალებშიც წავიდნენ, ცხვარიც მოიპარეს და დაკლეს, იმ ქალზეც მთელს სოფელში გაავრცელეს საძაგლობები და ასე დასრულდა პატიოსანი კაცის ცხოვრება.
ხიბლში შევიდა და ყოველდღიურობაში გადაეზარდა.
