საილერიჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი ალბათ
შენ სიყვარული მოგთხოვე როცა
მახსოვს უარით გამომისტუმრე
ჩემმა გულმა კი მაინც დაგლოცა
მე დარდი მკლავდა, შენზე ოცნება
შენი სურვილი და შენი კოცნა
მაშინ როდესაც შენ სხვასთან გნახე
ჩემმა გულმა კი მაინც დაგლოცა
ტაძარში წმინდა სანთლებთან ერთად
ვიწვოდი როცა, შენზე ვთქვი ლოცვა
სანთლებთან ერთად ვტიროდი მაშინ
როცა ვიღაცამ გაჩუქა კოცნა
თუ კი ოდესმე სუფრასთან ვიჯდე
შენს სადღეგრძელოს მე შევსვამ როცა
ყველა დალოცავს თავის სიყვარულს
მე ვიტყვი არ მყავს და მაინც ვლოცავ
თუ კი შემთხვევით სადმე შემხვდები
ვიტყვი რომ ეხლახან მე შევხვდი მგოსანს
მან ჩამიარა, არც კი შემხედა
მაგრამ მე მაინც ვლოცავ იმ მგოსანს
სიზმრად გიხილო, ჩუმად გიგულო
და დაგიპირო ანგელოზს კოცნა
გამეღვიძება და ვერ გაკოცებ
მაგრამ იმ სიზმარს მაინც დავლოცავ
ბევრს ვფიქრობ მაგრამ ვერ გავიხსენე
რა ჩავიდინე ისეთი ცოდვა
რომ არ მიბრალებ და ასე მტანჯავ
სიცოცხლეს მართმევ და მე კი გლოცავ
მე ახლა ვხვდები ძნელი ყოფილა
როცა უიმედოდ გიხდება მოცდა
ვიცი რომ არ მოხვალ, მაგრამ მე მაინც
სადაც შენ წახვალ, იმ გზას დავლოცავ
უშენოდ განვლილი ყოველი წუთი
მძიმე იარად გულში შემომრჩა
გინდ შემიძულოს მთელმა სამყარომ
კვლავინდებურად მაინც შენ გლოცავ
დადგება დრო და სიცოცხლის ბოლოს
სტუმრად მეწვევა სიკვდილი როცა
სანამ სულს დავლევ, ბოლო სიტყვებით
ისევ შენ გეტყვი, "მე მაინც გლოცავ"
პ.ს. შენ სხვას რატომ ედრები. აქ ვინ ანგელოზია და ვინ არა სულ არ მაინტერესებს, შენ შენს თავზე აგე პასუხი
This post has been edited by Katutu on 8 Feb 2020, 21:39