მე მაქვს სურვილი - რომ აქვე ვიგრძნო,
სანამ წავსულვარ, სანამ თბილი ვარ...
მინდა ყველაფრის თქმა რომ დავიწყო,
სანამ ვიცინი...სანამ ვტირი-ვარ.
რა დროს წასვლაა? ან რა დროს კვდომა,
ვიცი იფიქრებთ, ვიცი გამკიცხავთ!
და რომ გქონოდათ გაგების ნდომა,
ალბათ უფრო მეტს ჩემზე იკითხავთ...
თუმცა ძნელია ყოველი სიტყვა,
ძნელია ჩემი აღქმით ქვეყანა...
გაზიარების მომენტი ითქვა,
ასე ძნელია - გამიგოთ განა?!
მქონდა სურვილი, აქვე რომ გეგრძნოთ,
მომეცა - რაც კი შემეძლო, მქონდა...
მაგრამ უძლური აღმოვჩნდი მე ვგრძნობ,
დროის წინაშე ვინმე მყოლოდა...
* * *
ღამის წყვდიადის დადგება ჟამი,
უსასოობას იგრძნობს სხეული...
სიომ ფოთლებში გაიღო ჩქამი,
ისევ მაწამებს ტვინი წყეული.
ოთახში დგება სიმძიმის სუნი,
დალურსმულს ვფხაჭნი ისევ დარაბებს.
გავანიავო მინდა უკუნი,
სენი რომელიც ჩემს სულს განაგებს.
აკანკალებულს დავცქერი თითებს,
მინდა ვიყვირო უკანასკნელად
და შიგნით ბგერებს ნაღველი ითრევს,
გთხოვ, მომევლინე ისევ მაშველად...
........... ......... ...............
...... ..... ........... ....
........ ........ ...............
.............. .... ......... .........
ცრემლიან სახეს დაჰნათის მთვარე,
სულს ეფინება ბგერების ნამი.
წყვდიადში მოსჩანს ხე მოელვარე,
გაზიარების დამდგარა წამი.
ორი იყოს, თუ ჩემი ბოდვა რამედ ღირს...
This post has been edited by ☣♉Anubis♉☣ on 3 May 2020, 03:01