#55949421 · 8 Mar 2020, 04:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tbiliski16 აი ნახე, ძალიან მარტივია ყველაფერი: თუ ადამიანი ჩამოყალიბებულია რა უნდა ურთიერთობიდან და ცოტა აზრზე მოსულიც არის, იწყებს შესაბამისი ტიპაჟის ადამიანის ძიებას, ხომ?! ჰოდა მეტნაკლები სიზუსტით, მაგრამ მაინც შესაბამისს პოულობს და ხვდება. ჩამოუყალიბებელ ადამიანს ათასი ტიპაჟიდან რენდომ ხვდება და ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილოა (იმედგაცრუებული) შედეგით. როგორ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა: პრიორიტეტებზე უნდა იფიქროთ ბევრი და იყოთ გულწრფელი. ადამიანს სექსი უნდა მხოლოდ და მხოლოდ და ამის გამო იწყებს "დუშევნი" ურთიერთობას - ეს ხომ უკვე არასწორია?! ერთერთს ან ორივეს გაუცრუვდება იმედი. არადა უბრალოდ თავიდანვე უნდა იყო ჩამოყალიბებული და პოტენციური პარტნიორისადმი გულწრფელი, სულ ეს არის. ვითომ ხომ არაფერია, მაგრამ შესასრულებლად ძნელია (პრაქტიკა გვაჩვენებს). ჯერ თავებში ეძებეთ პრობლემა და მერე სხვებში - ამას ღვარძლით არ ვამბობ, არც მედიდურობით. თვითონ იდიოტი ვარ, უბრალოდ მეტნაკლებად ვიმუშავე თავზე და მაქვს გარკვეული გამოცდილებები თუ აზრები...
|