ახლა, რატომღაც მინდა რომ შენ გელაპარაკო…
არა კაცო, მაღალ ტონებზე არა…
ჩუმად, ისე რომ ძილი არ დაგიფრთხო… მთლად ეგრეც არ მემეტები…
უი, დამავიწყდა მგონია, რა უნდა მომეყოლა
გათენდება მალე ალბათ და იმედია — არა უჩვენოდ…
მოდი, მზის ამოსვლის ამბავს მოგიყვები…
მზე ჩემი ძმაა… უღალატო და მართალი…
მე და ეგ ერთად დავიბადეთ გამთენიას… ზოგი ამოვდიოდით, ზოგი გამოვდიოდით… ეს პირდაპირი მნიშვნელობით…
ის როგორაა? — ჩემ დაბადებას დაფდაფები არ მოჰყოლიაო…
არა, ჩვენსას უეჭველი მოჰყვა და იმის მერე სულ ვანათებთ და ვეკაიფებით კაცობრიობას
ახლა აქ არაა და მის მაგივრად მე ვაჩმახებ… ამოვა მალე და მე წავალ…
ჩვენი პატარა დაიკო მაინც იყოს სადმე…
-ვინ დაიკო?!
-მთვარე, კაცო… რა უცხოსავით კითხულობ…
ახლა, რას მოვაყოლე ამხელა ამბავი…
ასეთ დღეში რომ მნახავს, თვალებში როგორ შევხედო?
მაგრამ მკიდია… მე ხომ შუბლის ძარღვის გარეშე დავიბადე… ახლა დავიძინებ და საღამოს მის ჩამავალ სხივებს გავაყოლებ თვალს… ძმაა მაინც
არა კაცო, ერთმანეთს კი არ ვემდურით… ან საიდან მოიტანე ეგ კითხვა…
უბრალოდ, ახლა არ მცალია მაგისი ჭკუის დარიგებების მოსასმენად…
გეგონება თვითონ ნაკლებ სისულელეებს აკეთებდეს…
ერთი ეგაა, რომ არ სვამს
არადა, წარმოიდგინე — ეგეც ჩემსავით რომ სვამდეს…
აუ, თრალი მზე მაგარი გაასწორებდა….
პახმელიაზე საერთოდ რომ არ ამოვიდოდა და მე რომ მეხვეწება — ორი ბოთლი პივა ამომირბენინეო … :ჩახოცვისსმაილი:
ამოდის უკვე და გავასწრო სჯობს, სანამ დამთვალა
ჰო, შენ ამას ვერადროს ვერ ნახავ, მაგრამ დაიკიდე…
შენთან ჩერჩეტობა მინდოდა და ჩემი გავისწორე…
და მინდა იცოდე, რომ უკვე გიღალატე…
This post has been edited by erfiro on 2 Apr 2020, 02:47
მიმაგრებული სურათი