წვიმსთან ლამაზად… შენ მგონი არ გიყვარს წვიმა… მე ძალიან… ზაფხულის წვიმა მშვენიერი რამეა… უთბილესი და ულამაზესი…
ამას, რომ არ ვწერდე — უეჭველი გავიდოდი გარეთ…
მაგრამ ახლა წვიმას — აქ ჩერჩეტი მირჩევნია…
წვიმა კიდევ მოვა, აბა სად წავა?!:)
აი, შენ კი აღარ მოხვალ და მირჩევნია შენთან ვიყო…
[youtube]
ნეტავ რას ან ვის ხედავ ახლა სიზმარში? ან რა ფერებში?
ნუ, მე რომ არ ვიქნები — ეგ ვიცი, მაგრამ რა მიკვირს თუ იცი?!
მე რატომ არც ერთხელ არ მინახიხარ?
ადრე სხვა რამეს ვაბრალებდი… ახლა რას დავაბრალო?!
მთელი დღე გონებიდან ვერ გიშორებ…
ჩამეძინება და მეკარგები…
მგონი, რაღაც დაცვის მექანიზმი ჩართო ტვინმა, რომ ის 3-4 საათი, რაც მძინავს — შენგან დავისვენო…
ეტყობა ქვეცნობიერი გრძნობს, რომ ტყაშმაფა დიდი დოზებით მავნებელია ჩემი ჯანმრთელობისთვის

ხვალ რომ მოხვალ — შემეხმიანე, გამარჯობა მითხარი და წადი ისევ…
ხომ კი?!
მიმაგრებული სურათი