ბანჯოომოკლედ მექანიზმი ესეთია,
არსებობს გადამზიდავი ქართული კომპანიები, როგორებიცაა usa2georgia.com, camex.ge
ყველას თავისი ჩამოტანის დრო, ფასი და სანდოობა აქვს.
ჯერ ირჩევ ამ გადამზიდავ კომპანიას, ხსნი ანგარიშს, ისინი გაძლევენ მისამართს ამერიკაში (ასევე ევროპაში, ჩინეთში და ა. შ.). სიტყვაზე რუსთაველის გამზირის ნაცვლად იქ იქნება დელავერის შტატი, მაგისტრალი 4589, ოთახი 47.
მერე ამერიკელისგან (ან ჩინელისგან) ყიდულობ რაღაცას (ebay.com, amazon.com ან სხვა საიტებიდან), ისინი გიგზავნიან ქართული კომპანიის მიერ მონიჭებულ მისამართზე. როცა ქართულ გადამზიდავ კომპანიას მიუვა ამანათი, წამოიღებს გემით ან თვითმფრინავით. ჩამოიტანენ აქ თავის ოფისებში და უნდა მიხვიდე აიღო. მგონი სახლში მიტანის სერვისებიც აქვს ზოგს.
how to buy online 101
* * *
ხო ისა, პირველად უნივერსიტეტში რომ მივედი და პირველ ლექციაზე ლექტორი ხსნის რომ ლექცია ჩაგიტარდებათ ესე და ესე, სემინარი აქ ამ აუდიტორიაში.
ვიკითხე, აუდიტორია და სემინარი რა არისმეთქი? არ იციო? გაუკვირდა.
მევთქვი არა საიდან უნდა ვიცოდე? სულ რაღაც 2 თვის წინ საკლასო ოთახი და გაკვეთილი ერქვა ორივეს.

ასე რომ სწორად ამოვიცანი თემის ბაზისური ხასიათი და შესაბამისი პოსტი მივუძღვენი.
This post has been edited by Redemption* on 11 Apr 2020, 14:22