ხანმოკლე არევის შემდეგ ისევ დავუბრუნდი ძველ რეჟიმს და კმაყოფილი ვარ. უკვე მოვასწარი ქვეყნის რამე, ახლა აბაზანიდან გამოვედი თავდაბანილ-ცივწყალგადავლებული და ბედნიერი გესაუბრებით

ყავა/ჩაის გადავწყვიტე რომ ყოველდღე აღარ დავლევ, მხოლოდ "პა პრაზდნიკამ", ამიტომ წყალს ჩამოვისხამ ანკარას

თავიდან ცოტა დიკომფორტია უყავობა მიჩვეულზე, მაგრამ ნერვულის სისტემის კოფეინით მუდმივი სტიმულირება აღარ მინდა. მერე იმხელა კაიფიც აღარ აქვს ყავას, აღარც ისე გაფხიზლებს, რომ დაგჭირდეს მართლა რაღაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში. აი კვირაში ერთხელ ან ორჯერ რომ სვამ, სულ სხვაა. ერთ ჩაის და ერთ ყავას ყოველდღე ვსვამდი ბოლო დროს.