წინა დღეებში ვერ ვპოსტავდი, ბანი მედო.
dryade კი გაქრა, მაგრამ თამაშიც ფაქტიურად დასრულებულია და ავხსნი რატომ.
დარჩენილია შემდეგი მოთამაშეები:
4. AnneSh
7. Redemption*
11. SkitterZ
20. JORJ1
და როლები:
Scorpion
Dr. Strange
Kingpin
Human Torch
ჯორჯი, ადრე გაირკვა, არის სკორპიონი. Human Torch-მა ორჯერ დამწვა

მორბიუსმაც ორჯერ მიკბინა (რას მერჩოდნენ), ანუ ეს გმირები მე არ ვარ.
გამოდის რომ მე ვარ ან კინგპინი, ან დოქტორ სტრეინჯი.
წინა პოსტებიდან ვიცით, რომ კინგპინს ყავს მოსყიდული დოქტორ სტრეინჯი, რაც ნიშნავს, რომ ეს ორი გმირი შეთანხმებულად მოქმედებს. ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთის წინააღმდეგ ხმას ვერ მიცემენ და ა. შ.
ორივეს შეუძლია ერთმანეთის განკურნება, ანუ ამ ორმა უკვე მოვიგეთ თამაში. ვინაიდან 2 ხმა (ხმების ნახევარი) გვაქვს, ლინჩითაც არ ვვარდებით.
იმ ორიდან, ჰიუმან თორჩი უკვე ორჯერ დამესხა თავს და არაფერი გამოუვიდა, მესამედაც ხო არ დამესხმება თავს? ან თავის მეგობარ ხო არ დაწვავს? დარჩა სკორპიონი, რომელსაც დაწვავს.
ამათგან კი ჯენტლმენობის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და გადავარჩენთ ჰიუმან თორჩს (მიუხედავად ყველაფრისა

) და ჯორჯის დავემშვიდობებით.

ალბათ ჯენტლმენურ გადაწყვეტილებაში დამეთანხმება.

ხოდა თუ მსჯელობაში მეთანხმებით, მაშინ დანარჩენი სამის ვინაობაც შემიძლია დავწერო.