საშინელებები გამომამატარა კოკა-კოლამ,უფროსწორედ კოკა-კოლის აქტიურად მოხმარების წლებს ემთხვევა საკმაოდ საეჭვოდ
ჩემი კუჭის წყლული,უფროსი კლასებიდან მოყოლებული დავიდგავდი ეგრე 2 ლიტრიან კოკა-კოლას კომპთან და მიდიი ვუბერავდი,მაგრამ არ გავსუქებულვარ,პირიქით ძალიან დავიკელი წონაში და 55კგ ვიყავი,19 წლის ვიყავი რომ დამეწყო საშინელი კუჭის ტკივილები და გასტროსკოპიაზე გავესინჯე,აღმომაჩნდა გასტრიტი,კუჭის წყლული.
დავიწყე მკურნალობა და მალევე მივანებე,ისევ ვუბერავდი კოკა-კოლას,რაოდენობას იგივეს და გაზრდილსაც კიდეც,იმ იმედით რომ ზეროა კაცო რას მიზამსთქო,მაგრამ 21 წლის რომ ვიყავი კუჭზე წყლულები გამისკდა,მქონდა შიდა სისხლდენა,ვაღებინებდი შედედებულ სისხლს და კუჭშიც გავდიოდი სისხლით,წამიყვანა სასწრაფომ და გამიკეთეს გადაუდებელი ოპერაცია,მოწვეს კუჭზე გადახეთქილი წყლულები,მას შემდეგ ვუვლი თავს,კოკა-კოლას ვსვავ ოღონდ ზომიერად,შეიძლება ითქვას მხოლოდ ზაფხულობით.
ჩავანაცვლე ჩაით,დასაყენებელ ჩაის ვატკბობ თაფლით,მაგრამ თაფლი ძვირი სიამოვნებაა და შაქრის შემცვლელ ტაბლეტებს ვხმარობ,ოღონდ მარტო პაკეტის ჩაის ვაკადრებ.ამით თითქოს კოკა-კოლის სიმულაციას ვახდენ

გავატარებდი ამ შემთხვევით თვალ-მოკრულ თემას მაგრამ რადგან ასეთი სათაური იყო,ვერ გავატარებ და გირჩევ რომ შეეშვა კოკა-კოლას რეგულარულად სმას,მურტალი რამეა