gurabeეხ, იმდენი ლეგენდარული იუზერი მახსენდება რომლებიც აღარ პოსტევენ. რომელთა მხრებზეც იდგა ქ/მ რეალურად. ადრე სანამ ფბ და სხვა სოციალური ქსელები შემოვიდოდა მოდაში, ფორუმზე და მითუმეტეს ქმში ძალიან ბევრი გოგო პოსტავდა. შესაბამისად ერთი სამჯერ უფრო მეტი ბიჭი
ხოდა ბევრი ხალხი იყო იქ მოკლედ ძალიან. უსათაუროზე ბევრად მეტი. წლების სვლასთან ერთად გოგოების რიცხვმაც იკლო, ბიჭებმაც ინტრესი დაკარგეს ამის გამო, ცეცხლი განელდა, ქ/მს იუზერების დიდი ნაწილი ზოგი სოცქსელებში გადაბარგდა ზოგი სხვა განყოფილებებში და ქმ დიდწილად დაცარიელდა და დაემსგავსა მიტოვებულ ბაღს.