სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე არც არაფერი მენატრება და თავსაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.. სახლში ვზივარ სულ, მაქსიმუმ სასეირნოდ თუ გავედი 1-2 საათი, უკვე ორი თვე იქნება არავინ არ მინახავს, მაგრამ რავი არც ვინმეს ნახვის სურვილი მაქვს დიდად, არც ამოტრიალებული დღე-ღამე და ერთფეროვნება "მაგიჟებს".
ვვარჯიშობ, პს-ს ვთამაშობ, სერიალებს/ფილმებს ვუყურებ, რაც ყველაზე მთAვარია, როგორც იქნა კვირაში 2 დღის ნაცვლად 7 დღე მძინავს 8+ საათი და გათიშული აღარ ვარ :დდ
ხო კიდე კარგ სეტებს ვუსმენ - ამას ბოლო პერიოდში დავუმუღამე, თამაშის დროს მაგრა ასწორებს ;დ - ერთი თვეა არ ვეწევი, ნუ გუშინწინ 1 ღერი მოვწიე, მაგრამ ეგ არ ითვლება :დ
ხოდა, რავი კიდევ თვეები, რომ გაგრძელდეს ასე ყოფნა, მე პირადად პრობელმა არ მექნება, ზოგადად როცა კარანტინი არ იყო მაშინაც ძირითადად სახლში ვიყავი (სამსახური -> სახლი), მაგრამ ასე თუ ისე მაინც გავდიოდი გარეთ და მეგობრებს ვნახულობდი. რავი ეს ორი თვეა არ მქონია ისეთი მომენტი, რომ ვინმესთან შეხვედრა ან პარასკევს სადმე ბარში/კლუბში წასვლის გამაზვა რამენაირად დამაკლდა ;დ
ხოდა, ბევრი რო არ გავაგრძელო, არაფერი არ მომნატრებია და ასეთ ცხოვრებასაც დავუჭირე მუღამი :დ
სულ, რომ წლის ბოლომდე გააგრძელონ ასე, პოხ. :დ
* * *
მეგობრები, რომ მირეკავენ და წუხან ამ სიტუაციაზე ზრდილობის პონტში მეც ვეთAნხმები, მაგრამ რეალურად არ ვარ გულწრფელი მაგ დროს ;დ
ხო 2 თვე კი არა, თვენახევარია იდეაში ასე ვარ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ;დ