public_enemy
Retarded Villain

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6040
წევრი No.: 24981
რეგისტრ.: 29-October 06
|
#56249280 · 4 May 2020, 18:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასტილბა ამ მცენარის შესახებ ერთი ლამაზი ლეგენდა არსებობს : ტყის პირა სოფელშიცხოვრობდა ერთი ყმაწვილი, რომელიც მშობლებს ეხმარებოდა სამკურნალო მცენარეების მოპოვებაში, მალე მათ სოფელთან ეს მცენარეები გამოილია და მას შორს უხდებოდა წასვლა, ერთ დღესაც იგი სხვა მხარეში წასასვლელად გაემზადა, შეყვარებულმა გამომშვიდობებისას უცხო მცენარის თესლები აჩუქა და სთხოვა,გზადაგზა დაეყარა ,, ბიჭი წავიდა, და რჩევაც შეასრულა,, გავიდა დრო, მან უამრავი სამკურნალო მცენარე შეაგროვა და უკან გამობრუნდა,მაგრამ გზა აებნა, მაშინ ისევ თავის ძველ ნაკვალევს დაადგა,ცოტა ხნის სიარულის მერე გზაში ლამაზი მცენარე დაინახა, ჯერ ერთი,მერე მეორე,, ბიჭი მათ გაჰყვა და სახლშიც დაბრუნდა. ეს მცენარე დიდხანს ყვავის, საკმაოდ მიმზიდველი ბუჩქია, კარგად უძლებს ჩრდილს და ზედმეტ ტენს ნიადაგში, ქვატეხიასებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი წარმომადგენელია, სამშობლო -იაპონია და ჩრ.ამერიკაა,სახელი მიანიჭა შოტლანდიელმა ბოტანიკოსმ ლორდ ჰამილტონმა, რაც ლათინურიდან მქრქალს ნიშნავს, რადგან მცენარის ფოთლები არაა პრიალა,მცენარე ევროპაში შემოიტანა ეგზოტიკურ მცენარეებზე მონადირე კარლ ტუნბერგმა,,მის მერე იგი ჩრდილოვანი ბაღების ფავორიტი გახდა. გვარი აერთიანებსს 40 სახეობს და 400მდე ჯიშს,ყვავილები მრავალფეროვანია, გაერთიანებულია საგველა ყვავილედებში ,რომლის სიგრძეც 10-60სმ-ია,თავად მცენარე 70-200სმ ,ყვავის ივნის-აგვისტოში,ზამთარში მისი მწისზედა ნაწილი კვდება, მას არ სჭირდება დიდი სინათლე,კარგად იტანს ცრდილს,ამ შემთხვევაში ხანგრძლივ და უხვად ყვავილობს,მცენარეს დარგვისას უკეთებენ მულჩს, რომ შეინარჩუნოს სინესტე მიწაში,დაიცვას გადახურებისგან, მულჩირება კარგია ზამთარშიც , დარგვის წინ ორმოებში შეაქვთ კალიუმიანფოსფორიანი სასუქი,ნეშომპალა,, რგავენ სახლის ჩრ,,მხარეს ან ხეების ცრდილში,თუ სადმე ახლოს მდინარეცაა - ,მთლად უკეთესი,მცენარეს ერთი თვისება აქვს, მისი ფესვების ღრმა ნაწილი თანდათან კვდება და ახალი შედარებით ზედა ადგილებში უვითარდება, ამიტომ წლიდან წლამდე საჭიროა ზემოდან ახალი მიწის მოყრა, მისი გამრავლების გავრცელებული მეთოდია ბუჩქის დაყოფა,ბუჩქს თხრიან,აცლიან ფოთლებს და ისე ყოფენ,რომ დანაყოფში 3-5 კვირტი მოხვდეს,რგავენ 30სმ მშორებით ერთმანეთისგან და კარგად რწყავენ, მარტში ასე დარგული ბუჩქი შემოდგომაზე უკვე ყვავის,შეიძლება მისი გამრავლება ამონაყრითაც, აჭრიან ძირიდან ამოსულ ტოტებს ფესვის ნაწილთან ერთად,აყრიან ნაცარს და რგავენ ტორფ და სილანარეევ მიწაში და ასათბურებენ, მას ძალიან უყვარს წყალი,დიდი სიცხეების და გვალვის დროს დღეში ორჯერ უნდა მოირწყოს,საკმარისია ცოტა მეტდ მოშრეს მიწა და მისი ფოთლები იწყენენ, ყვავილი უპატარავდება,, იგი კარგად იტანს ყინვას,მაგრამ მგრძნობიარეა ტემპერატურის მკვეტრი ცვლილებებისადმი,ამიტომ გაზაფხულზე,სანამ ტემპერატურა დარეგულირდება ,ჯობს დააფაროთ რამე, ბუჩქი ერთ ადგილზე ცხოვრიბს დაახლოებით 5 წელი,მერე უნდა გადაირგას, ხანდახან მას ნემატოდები და ქაფიები აწუხებენ,, რომლებსაც ებრძვიან აქტარით ან ფიტოვერმით
--------------------
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...
|