Kaifistkaრა უცნაურია,
2014წლიდან ავტოსტოპით დავდივარ და ცუდი არაფერი შემთხვევია, არავის გავუტაცივარ, ან გავუქურდივარ.
ღამით სიარულიც მიყვარს,
ზაფხულობით სულ 12-სკენ დავრბივარ, ჩაბნელებულ ადგილებშიც კი შეუიარაღებლად დავდივარ,
გატყავებული ცხოველები და რამდენიმე კრიმინალური ამბავი კი იყო ჩემს უბანში მაგრამ პირადად მე ცუდი არაფერი შემთხვევია.
რავი, შეიძლება ხალხს რომ არ ვუყურებ და სწრაფად დავრბივარ, იმიტომ.
ან რავი.
ერთხელ იყო, მხოლოდ 2017-ში ბათუმის აეროპორტიდან მოვდიოდი ფეხით, მზეზე დიდხანს ვიარე და კარგად ვერ ვაზროვნებდი, დამავიწყდა რომ გზაზე მარტო მოვდივარ, ჩემი თანამგზავრი ბულვარში დავტოვე.
ხელი არც ამიწევია, მარშრუტკამ გამიჩერა, მეც დაღლილზე გახარებული ჩავჯექი.
რასაც ჰქვია დასირებული მძღოლი დამხვდა,
იმაზე კი დავიძაბე, რომ გაუხარდა რომ ჩავუჯექი, მაგრამ მზეზე სიარული მაინც აშტერებს ადამიანს.
მოკლედ ბულვარამდე მიყვანა ვთხოვე,
ჰოდა მივდივართ გზაზე, ჯერ რუგზაკი გადამიდო მეორე სკამზე,
მერე გზის ნაცვლად ხან ჩემს ფეხებს უყურებს, ხან მკერდს,
თან რაღაც უაზრობებს მელაპარაკება, აქ საიდან მოხვდი, უცხოელი მეგონეო, მშობლებმა როგორ გამოგიშვეს, ქორწინებამდე სექსზე რას ფიქრობო და ა.შ.
მანდ კი მივხვდი, რომ ჩემი მზის დარტყმით რაღაც შარში ამოვყავი თავი, თან მანქანიდან გადახტომის შანსებს ვთვლიდი გონებაში უკვე, მაგრამ რომელი ჯეიმს ბონდი მე ვარ, მოძრავი მანქანიდან გადავხდე და არაფერი მოვიტეხო.
ეს უაზრო ტიპიც არ ჩერდება,
უკვე ხელების თომარზე ცდილობს გადმოსვლას.
რა მექნა, ამოვიღე ტელეფონი, დავიოკე პანიკა და მაქსიმალურად ცივი ხმით ვუთხარი, რომ ან ახლა გააჩერებდა მანქანას და ჩამომსვამდა, ან არადა ვრეკავდი პოლიციაში.
გამიმართლა რომ დღისს საათი იყო და ბათუმისკენ პირდაპირი გზაა, გადახვევის საშუალება არ ჰქონდა.
და ჩამომსვა.
ეს შემთხვევა ჩემი გაუფრთხილებლობის ბრალი იყო, ისე არასდროს უნდა გამოშტერდე რომ იმ მანქანაში ჩაჯდე, რომელიც თავად გიჩერებს.
უი, ახლა გამახსენდა ბათუმში რამდენჯერაც ვარ, ვიღაც ტიპები მოდიან და ხელების ფათურს მიწყებენ.
ერთხელ წყალს ვსვამდი და ვიღაც ტიპმა კაბა ამიფრიალა და მიჩქმიტა,
მაგარი აზაბოჩინი ხალხი იკრიბება ზაფხულობით ბათუმში
აღარც მახსოვდა ეს შემთხვევები.
ალბათ, იმაზეა დამოკიდებული რა მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ და როგორ ვიმახსოვრებთ.
ახლა მეხსიერება რომ დავძაბო, ალბათ, კიდევ ამოტივიტდება მსგავსი ისტორიები, მაგრამ shit happens.
არ ვიჩერებ დიდხანს მეხსიერებაში.
მთავარია, რომ ვახერხებ უვნებლად გამოძრომას.
This post has been edited by Heart_of_Darkness on 8 May 2020, 00:47