
თანაგრძნობის სიყალბედ მონათვლა, ამაზე ვსაუბრობთ.
უცებ წარმოვიდგინე, ქალთა თავშესაფარში, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან რომ მივიდე და ვუთხრა:
თქვენი ოჯახის საქმეები სააშკარაოზე გამოიტანა რა უბედურებაა,
დადიხართ ხან ,,პროფილში", ხან კიდევ ნანუკას შოუში, ხან კიდევ ღმერთმა იცის ვისთან,
და გაჰკივით თქვენს უბედურებას,
რა გინდათ? რის მიღწევას სცდილობთ?
ოჯახსაც თავს სჭრით, რას იფიქრებს ხალხი მათზე, ან რა ოჯახის შვილიაო, ან ის საწყალი კაცი, ვის ოჯახშიც ასეთი შევიდაო,
ყელშია უკვე თქვენი ტირილი და წუწუნი,
იი, ქმარი მცემს, იი, მამამ მითხრა, როგორც გათხოვდი, ისე იცხოვრეო, ჩვენ ნუ შეგვაწუხებო,
რა საჭიროა ამაზე საუბარი?!
ოჯახი სიწმინდეა, პატივი უნდა სცე, რაც არ უნდა ცუდი იყოს, შენია.
თუ ასე არ მოგწონს, წადი. გაეყარი და ეგაა.
სახლში გივარდება და გაწუხებს, პოლიციაში დარეკე და მოვლენ.
ცოცხალს თუ არა ყელგამოჭრილს მაინც გიპოვიან.
თქვენ კიდე ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბრობთ.
არავის ადარდებთ,
მაყურებელს მაგრად გვკიდია თქვენი პრობლემები.
დახურეთ საერთოდ ეს ,,პროფილი" და მსგავსი შოუები.
ცოტა გაბუქებული ფორმაა იმის, რაც ბანჯოს თემაში ხდებოდა.
მაგრამ არც ბევრი უკლია

P.S. მომწონხარ ჰოლდენ, მაგრამ ამ საკითხში არ გეთანხმები.
P.P.S. შენი ლაკონურობა მომწონს ყველაზე მეტად