QUOTE (Magicman @ 19 May 2020, 14:19 ) |
QUOTE (PoisonnIvy @ 19 May 2020, 13:41 ) | Nimrodel ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ, მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო, კუმ უთხრა: – ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! – შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: – ძმაო, რას იქმო? – მორიელმან უთხრა: – რა ვქნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთის გვარისანი ვართ. მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: – ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიან ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო |
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |