რამდენიმე თვის უკან, დილას მხვდება ფბ მესიჯი რომ X დაეთანხმა მეგობრობასო.
ეგრევე გამიკვირდა იმიტომ რომ არ დამიმატებია.
მივწერე როდის დაგიმატეთ თქო და დილასო. (გამორიცხულია ჩემი ფბთი ესარგებლა ვინმეს)
ნუ მოკლედ ავუხსენი ესე და ესეა თქო და შეცვალე პაროლიო, მე არ მაქვს პრობლემაო და არც მეთქო და დავტოვე მეგობრად.
ამასობაში ფოტოებზე გადავედი და არის ძალიან მაგარი გოგო, დახვეწილი, ლამაზი, ეშხიანი და ა.შ რა. (უცხოეთშია)
არაფერი არ მიმიწერია იმის მერე.
პროსტა ფოტოებს ხო დებს ხოლმე და უკომენტარებენ (ცოტა მეგობარი უჩანს)
ერთხელ დამეჭირა ამ მეგობარზე და რო გადავიდა ვიღაც გიოზე არაფერი არ უჩანს ფბ რა.
ანუ მარტო ჩანს დაბადების თარიღი.
დამაინტერესა და ყველა ვინც შევუმოწმე არის ეგეთი ტიპი.
ყველა სიმპო და ლამაზია (1 ფოტო ჩანს პროფილის) და ყველას აქვს ჩაკეტილი ფბ, ანუ არაფერი არ ჩანს დაბადების თარიღის გარდა.
ყველა არის თავისი სტილით, გარეგნობით და ა.შ ძალიან კაი ტიპი.
მაქვს 2 ვარაუდი.
1- ფეიკ ექაუნთებია ( თუმცა ეს უფრო არ მგონია, იმიტომ რომ მაშინ რამეს მთხოვდა ან ა.შ )
2- შეკრული სასტავია რომელიც ფბ-ზე ესე არიან და მხოლოდ თავიაანთი ტიპები ყავთ.
ხოდა, არ დავლინკავ ეხლა მაგ გოგოს იასნა, პროსტა მაინტერესებს თქვენც თუ შეგიმჩნევიათ ესეთი რამე.