რა ტეხავს, იცი.
ჩემით არ იწყება უსათაურო (თუ გინდ გლობალურად ფორუმიც იგულისხმეთ)
არც თქვენით...
არც დამთავრდება.
უსათაუროს ისტორიაში დროებითი მოვლენა ვართ...
რომელიც არსებობს ზუსტად იმდენი ხანი, რამდენი გავა პირველი პოსტიდან ბოლო პოსტამდე...
ბოლო პოსტიდან უკვე მორჩა...
დაგივიწყებენ...
არ იფიქრო, რომ ეს ასე არ მოხდება...
ძალიან ბევრი იუზერი, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგიც მაგარი წავიდა... ზოგიც უბრალოდ იშვიათად პოსტავს...
და არავის გახსენებია...
უფრო სწორად გაახსენდა ცოტას, ძალიან ცოტას... ისიც მათ ვინც იცნობდა...
თქვენი სტატუსიც, პალაჟენიაც, კაი ბიჭობაც და ა.შ დამთავრდება.
რომ წახვიდეთ ფორუმიდან და 2 წლის მერე დაბრუნდეთ, აღმოაჩენთ, რომ ახალმოსულებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, თუ ოდესმე პალაჟენია თქვენ მიგყავდათ...
ისევე, როგორც მე მკიდია თუ ჩემამდე ვიღაცას მიჰყავდა პალაჟენია ან ეხლა ჰგონია, რომ მიჰყავს...
ყლეობები იწერებოდა და დაიწერება უსათაუროში, ფორუმზე ზოგადად...
მე პირადად ბევრი რამ დამიწერია, რასაც ახლა ან არ ვეთანხმები ან უბრალოდ სხვანაირად დავწერდი, რო რამე ან რავი სხვა მიზეზის გამო ის პოსტები არ მიყვარს...
არ უარვყოფ, ###ობები დამიწერია...
თან ბევრი...
გავა დრო და ეხლა რასაც აკეთებთ, გაგეცინებათ ან/და შეგრცხვებათ...
კაიბიჭობა, კაჩავი, ვიღაცის თვალში ამოღება და დამცირება, ხშირად არაფრის გამო, ხშირად უმიზეზოდ...
და გამუდმებული ტვინის ტყვნა...
რატომ?
სტატუსის გამო... შენ მაგარი ტიპი გაიჩითო და ის ჩმორი...
სტატუსის გამო რომელიღაც საიტზე... რამდენიმე გიგაბაიტიან ბაზაში ადგილის გამო.
და ეგ სტატუსიც დიდხანს არ შეგრჩებათ... როგორც ადრე ვთქვი...
მაშ რა აზრი აქვს?
არავითარი!
აი, ნაწყენი ადამიანი რეალურია. იმას დაამახსოვრდება.
ეგებ, მერე თქვენც გაგკრათ ხინჯმა გულში, რომ "აი, ცუდად მოვიქეცი".
მე მაწუხებს მასეთი ფიქრები ხანდახან.
მაგრამ პრობლემა ეს არ არის...
როგორც უკვე ვთქვი, უსათაუროში ###ობები დაწერილა და დაიწერება...
ეგ არის ადრე, ხარისხიანი კონტენტიც იქმნებოდა, დღეს კი ახალი არაფერია და მხოლოდ ###ობებია, რომლებიც ნორმად ცხადდება ისტორიული პრეცენდენტიდან გამომდინარე.
ტეხავს, როცა თემები ვისა ბიჭო ტიპის ხასიათისაა და ის რაც PM-ში უნდა გვარდებოდეს, მთლიან უსათაუროს ფართობზეა განფენილი.
ტეხავს.
არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ ჩვენს შორის პირველი კამათი შედგა 7 წლის წინ. შენ ამბობდი, რომ კრისტიანო ჯობიაო კიჭას და მე კი პირიქით.
ის, თუ როგორ იცავ და მხარს უჭერ კრისტიანოს მას შემდეგ, ჩემში უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. გეტყობა რომ ამ მხვრივ დაახლოებით ჩემნაირი ტიპი ხარ, მეც ეგრე თუ ავიცემე ვიღაც, იმენა მისკენ ვარ ყოველთვის. აი თუნდაც ნაციონალები რომ ვართ, ორივემ ხომ ვიცით რომ ბევრი ღლეობა გააკეთეს ნაცებმა, მაგრამ მაინც პრინციპულად მათ ვუჭერთ მხარს, ეს პონტია რა. smile.gif
არადა ყველანაირად წამგებიან პოზიციაში იყავი მთელი ეს წლები. აი თითქოს არანაირი შანსი არ ჰქონდა კრისწინას მესისთან პაექრობაში. ყველანაირად ჩამოუვარდებოდა მესის, თამაშითაც, პირადი ტიტულებითაც, გუნდური ტიტულებითაც, მაგრამ იმენა ისე დაატრიალა განგებამ ყველაფერი, რომ ამ შემთხვევითი ჩემპიონობით ოფიციალურად კრისწინა დადგა უფრო მაღლა.
მოკლედ გილოცავ და იმედია ცხოვრებაში კიდევ ბევრი გექნება ასეთი კარგი მომენტები