Kaifistkaამ ერთს დაგიპოსტავ და წავალ დასაძინებლად.
სად ვიყავი 16 წლის....ახლახან გადმოვედი თბილისში და არ მევასა სიტუაცია. აი ბათუმში რომ თბილისელი ბიჭები მომწონდა ისეთები არ იყვნენ ჩემს სკოლაში.
მინდოდა იურისტობა, კერძოდ გამომძიებელი რომ გავმხდარიყავი.
უკვე დეტალურად ვგეგმავდი სახლის დატოვებას როგორც კი 18-ის გავხდებოდი.
ვაპირებდი ინგლისურის წესიერად სწავლას.
ბათუმელი მეგობრები მეგონა სამუდამო, აი დედას რომ ყავს ძველი ძველი მეგობრები.
მინდოდა მოგზაურობა.
მინდოდა ბევრი მეკითხა.
ფინანსური დამოუკიდებლობა.
მინდოდა ვინმე მომწონებოდა.
სექსებზე არ მიფიქრია საერთოდ.
შვილები.
მარტივი იყო ყველაფერი!
საბოლოოდ იურისპრუდენცია გადავიფიქრე და დავჯერდი ფინანსებს.
სახლიდან წავედი და ინგლისურიც ვისწავლე,
მაგრამ დავკარგე აბსოლიტურად ყველა ბათუმელი მეგობარი

ყველასთან ზედაპირული ურთიერთობა მაქვს ახლა.
ვიმოგზაურე ბევრი მაგრამ ბევრი მხატვრული ლიტერატურა არ წამიკითხავს (ჯერ!)
ფინანსურად გავხდი დამოუკიდებელი მაგრამ ამას შეეწირა ქართველი შეყვარებული რომელიც ჯერ არ მყოლია.
ასევე no kids.
დეტექტივები დღემდე მიყვარს ისე
მეტი არაფერი მახსოვს... შენ გახსოვს?
Ratatatმოიცა./// შენ 14 არ ხარ? რა დროის შენი გეგმებია
This post has been edited by lovelock on 25 May 2020, 03:45