კარგი გიპასუხებ

მარიაჟობა არაა ეგ და მაგიტომ მოდიხარ წინააღმდეგობაში. მარიაჟობა მე სხვანაირად მესმის. მარიაჟობა არის როცა ზედმეტად ამაყობ შენი მიღწევებით და მე რასაც ვწერ აქ იმის ძალიან მცირე ნაწილია და ეს დანამდვილებით არაა ზედმეტობა ჩემი გადმოსდახედიდან. გარეგნობაზეც შენი ქართული გადმოსახედიდან უყურებ. ჩემთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს ადამიანის გარეგნობა. შეიძლება ანგელინა ჯოლი რომ ვყოფილიყავი სხვანაირად მეფიქრა მაგრამ რაც უნდა იყოს ადამიანი ჩემი აზრით არასოდეს უნდა აკეთებდეს გარეგნობაზე აქცენტს იმიტომ რომ მანდ ვერაფერს შეცვლის. თუ ანჯელინა ხარ და ყიდი ამ სილმაზეს კი ბატონო. მაგრამ როცა არ ხარ მაშინ კონცენტრაცია უნდა იყოს იმაზე რისი გაუმჯობესება შესაძლებელია. გაუმჯობესება და საუკეთესოსკენ სწრაფვა ჩემშია და მაგიტომ ვამბობ. შენი ქართული გადმოსახედიდან როცა გოგოს "მშვენიერი" გარეგნობა აქვს ალბათ რა უჭირს არა? გათხოვდება სარფიანად, ოჯახი ეყოლება და ა.შ. ჩემთვის ეს საკმარისი არაა. თავს მოვიკლავდი მაგ სიტუაციაში მე. არ შემიძლია ვიყო მორჩილი მხევალი. გავრეკავ.
საერთოდ რომ იცოდე ყველაფერი შეფარდებითია...გარეგნოიბაც, ფულიც, მიღწევებიც, იცი რა ქალები დადიან ლონდონში? აი ჟურნალის ყდებზე რომ ვერ არიან ეგეთები. იმიტომ რომ ეს ქალაქი იზიდავს ევროპის crème de la crème-ს. მიმიქარავს ანჯელინა ჯოლი და კლაუდია შიფერი იმენა ისეთი ხალხი დადის აქ. მაგათთან შედარებით მე ვარ ჩვეულებრივი ვარ. ეს სიმახინჯეს არ ნიშნავს. მე ვიცი ჩემი სილამაზე და ვიცი რა ხიბლიც მაქვს, მაგრამ რაც უნდა იყო აი ადრიანა ლიმას რომ დაუდგები გვერდით ჰო ხვდები არა რომ ეგ არაფერია?
იგივე ავიღოთ სწავლის მხვრივ. საქართველოში სწავლა და ფრიადოსნობა ძალიან ადვილი იყო ჩემთვის. სულ ცოტა ძალას ვატანდი და ადვილად გამომდიოდა. აქ რომ ჩამოვედი გამოვყლევდი იმდენად ჭკვიანი ხალხი იყო სკოლაშიც და უნივერშიც. ეს ქალაქი ეგრევე მიგიჩენს შენს ადგილს. მაგრამ გარეგნობისგან გასხვავებით მე შევძელი რომ სწავლით და მიღწევებით ჩემს თანაკურსელებზე წინ ვყოფილიყავი. შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა არის ის რისი კონტოლიც შემიძლია. გარეგნობას ვერ გააკონტროლებ, ის ხარ რაც დაიბადე ბუნებრივად, ადამიანის სიძლიერე ჩემთვის იმაშია როცა კონტოლირებადი რამის შეცვლას შეძლებს. ჰოდა წლების განმავლობაში მე მივხვდი რომ მხოლოდ თბილისში და ბათუმში კი არა, მე ლონდონშიც ჭკვიანი და მოხოდილი ვარ :დდდ აუ არ ვიცი ამას თუ ვხსნი კარგად.
მერე ისიცაა რომ სულ ლეიტმოტივად დამსდევდა რო აი შენ გოგო ხარ, შენ ვერ შეძლებ, შენ არ შეგიძლია, შენ არ შეგეფერება, შენ მორჩილი უნდა იყო, შენ საჭმელების კეთება უნდა იცოდე, შენ ქმრის პატივისცემა უნდა გაიგო რა არის, შენ ქალი ხარ და თავსაფარი უნდა დაიხურო, შენ მენსტრუაცია გაქვს და ლაშარობაზე აქ ვერ შეხვალ, შენ გოგო ხარ და ყველაფერზე არ შეგეფერება საუბარი, შენ სიმორცხვე გაკლია, შენ არ უნდა ჩხუბობდე ბიჭებივით, შენ კაბას უნდა იცვამდე, შენ ნუ ქალბიჭობ, შენ გვიან არ შეიძლება რომ მოხვიდე, შენ ბულვარში ბიჭებთან არ უნდა აბირჟავებდე, შენ მაგიდის კუთხეში 7 წელი ვერ გათხოვდები, შენ ქართველი კაცი ვერ გაგიგებს, შენ რატომ დასდევ ბიჭებს , შენ რატომ დადიხარ სტრელკებზე, შენ რატომ გაგდებენ კლასიდან, შენ ბიჭებთან დაგინახეს, გოგომ შატალოზე არ უნდა იაროს, გოგო ქაჯი არ უნდა იყო, გოგო ასე არ უნდა ჯიუტობდე, გოგომ უნდა დაუთმოს.
შ-ე-მ-ე-ც-ა.
ჰოდა იდიტე ვსე ნახუი! კი ვარ გოგო მაგრამ ბევრ ბიჭს ვჯობნივარ და არც დავიყენებ გვერდში

ჩემი ქართული წრიდან ბევრი წავიდა უცხოეთში სხვადასხვა ქვეყნებში. გაცილებით დიდი პადერჟკით. უმეტესობა ან ჩამობუნძულდა უკან ან კიდევ ფიქტიურებით დარჩნენ რომლის ფული ისევ საქართველოდან გამოუგზავნეს. ზოგი მამიკოსთან გადავიდა სხვა ქვეყანაში, ზოგმა ფული შეაკოწიწა და ბინა იყიდა საბურთალოზე. საერთოდ ჯამში "წარმატებით" გაიარეს ვოიაჟი მაგრამ მაინც ვერ გაქაჩეს, მე სხვანაირად გავაკეთე ეს. მე შევძელი რომ აქ ფეხი მომეკიდა, ფესვები ჩამეყარა, კარიერა გამეკეთებინა, არც მოგზაურობა დავიკელი, არც გართობა, არც კაცები და ვაბშე არაფერი.
outlier ვარ აქ და მანდაც. ვიცი ეს და რატომ არ უნდა ვისაუბრო ამაზე? ნუ მესამე ელემენტი ალბათ არის მოკრძალებულობა რაც ქართული კულტურის ნაწილია და რაც მე არ გამითავისებია. სკოლის ასაკიდან მარტო ვარ და რა იდეალებიც მიმაჩნდა სწორად ის ავითვისე. მთელი გააზრებული ცხოვრება აქ ვარ და ქართული ბევრი რამ არ მცხია. ჯერ ერთი მანდ ვეწინააღმდეგებოდი ქართულ მენტალობას, არ ვიღებდი და აქ რო ჩამოვედი ჰო საერთოდ. ბოქსის ჩხუბს გიყურებია? აი ბოქსიორები რომ ერთმანეთს აჯვამენ რაღაც ეგ მომენტია რასაც შენ მარიაჟს ეძახი, ევროპელისთვის ეგ არაა მარიაჟი და მე ევროპელი ვარ ჩემი გაგებით.
გურული ქალი ვარ, დამოუკიდებელი, სადაც ვფსამ იქ ბალახი არ ამოდის :დდდ და ვაკაჩავებ., ვისაც მარიაჟობად ეჩვენება ან ვერ იგებს ან კიდევ შურს.
ასე ვხედავ მე ამ საკითხს.