#61627021 · 23 Oct 2024, 21:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fuchurikamecxvare
გაგიმარჯოს კარგო კაცო.
მდინარეები და ტბები იმის მიხედვით განსხვავდება, რა ჯიშის თევზი ჰყავს. ზოგი თევზი მხოლოდ ზაფხულში აქტიურობს, ზოგიც მხოლოდ ზამთარში. ზოგი მთელი სეზონი.
თეთრი თევზის უმეტესობა აცივებასთან ერთად ანაბიოზში ვარდება - ანუ აღარ ან თითქმის აღარ იკვებება, მოძებნის ღრმა მყუდრო ადგილს და იქ იზამთრებს რომ ცურვაზე ბე რი ენერგია არ დახარჯოს და გაზაფხულამდე მიატანოს.
ზოგი სახეობა კი, მაგალითად ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა და ნაწილობრივ კალმახიც ზამთარშიც მშვენივრად იკვებება და ნადირობს საკვებზე. ანუ ზამთარშიც იჭირება.
მათგან მაგალითად ქარიყლაპია ზაფხულში ძალიან ცუდად იკვებება, სიცხე აწუხებს და ძნელი დასაჭერია.
ალაზანთან ახლოს თუ ხარ სამოთხე გქონია ყურის ძირში.
ლოქო, ხრამული, ჭანარი და ქაშაპი ჰყავს მაგ დალოცვილ მდინარეს. შამაია შემოდის მინგეჩაურიდან მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე საქვირითოდ და კარგად იჭირება.
ადგილობრივებს ჰკითხე და გეტყვიან რომელი თევზი რა მეთოდით და როდის დაიჭირო.
წარმატებები.
--------------------
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე
|