night-blueეგენიც კარგად მUშაობენ როცა აქტიურია ქორჭილა.
მაგ რეზინის ფილოსოფია არის კიდევ 3:
1. ფორმა და ფერი - სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმა და ფერი ევასება;
2. მასალა - რაც უფრო რბილი და ელასტიურია სილიკონი, მით უფრო კარგი ანიმაცია აქვს და მიმზიდველია თევზისთვის. ნუ უფრო ილოადაც ზიანდება სამაგიეროდ. ;
3. არომატი - იაფიან ჩინურ სილიკონებს არომატები არ აქვთ და სილიკონიც უხეშია ხოლმე რაღაც დაუმუშავებელი ნაწიბურებით, რაც უფრო ხარისხიანი სილიკონი , მით უფრო კარგი და გაბჟნილი არომატითაა. არომატი საჭიროა არა თევზის მოსაზიდად, არამედ მაშინ, როცა ის უკვე პირში ჩაიდებს სატყუარას, რომ ეგრევე ვერ მიხვდეს რომ დედიმისის ჭამა და მაშIნვე არ გადმოაფურთხოს.
არ ვიცი ხვალ ავალ თუ არა, სილიკონებით თევზაობა არ მხიბლავს ბევრი სპინინგისტისგან განსხვავებით.

აი აგვისტოში ხშირად ამოვალ, აგვისტოში იწყებს ქორჭილა პოპერზე და ვოლკერზე მოსვლას, ზედაპირულ სატყუარებზე და აი ეგაა მეობა რაა, ძაან მაგარია რომ უყურებ როგორ მოსდევს სატყუარას და როგორ აკეთებს იერიშს. ხომ ჩაგიგდე ვიდეოები კუზე რა დღეში მყავს ხოლმე.