public_enemy
Retarded Villain

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5931
წევრი No.: 24981
რეგისტრ.: 29-October 06
|
#56435143 · 17 Jun 2020, 19:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო, ბოლო წლების, უდავოდ საუკეთესო ქართულ ნაწარმოებს. ნაშრომი ეკუთვნის ლეჩხუმის წვენკომბინატის მთავარ ტექნოლოგ ლევან ვაჟა-გიორგის. ავტორი ნათლად გადმოგვცემს, მის ხედვას ლეჩხუმის როლის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში. წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ შპს "მადლი2009"-ის ყველა ფილიალში.
ლევან ვაჟა-გიორგი
ლეჩხუმის წუწნი
1 საზარელი და სიკვდილზე უარესი დღის მიწურულს, რომელიც ლეჩხუმის ძაძამზე უარესი დღე აღმოჩნდა, უკლებლივ ყველა ლეჩხუმელი იწყებს ლეჩხუმის ცოცხალი ღმერთის, ბატონი ქეთინოს, ასევე ცნობილი როგორც მამაჩემის მიმართულებით ლოცვას. ხალხს ამ დღის დავიწყება ყველაფერზე მეტად უნდა, ოღონდ ეს დღე დაივიწყონ და მათ შვილებს მამაჩემის მიერ დაწყევლილ, მარადიული ქოცის სულს შესწირავენ. ეს დღე ისტორიაში შევა როგორც ლეჩხუმის წუწნი. ნისლიანი დილა იდგა ლეჩხუმზე, თუ ლეჩხუმი იდგა ნისლიან დილაზე ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ძაან ბევრი ნისლი იყო. მამაჩემი საკუთარ რეზიდენციაში, მეოცე სართულზე, საკუთარ ოფისში ყავას წრუპავდა და ფეისბუქს სქროლავდა. სხვა დროს იგი ტყვიაგაუმტარი მინის კედლისაკენ იხედებოდა, მის საყვარელ ლეჩხუმს გადაჰხედავდა და საკუთარ თავს ეტყოდა ხოლმე, ლეჩხუმო, შენზე მიდგება, მაგრამ სამწუხაროდ ნისლის გამო მხოლოდ უახლოეს შენობას თუ მოჰკრავდა თვალს. მამაჩემი ამ ნისლს თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა და გრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ნიუს ფიდში იგი განსხვავებულს არაფერს წასაწყდომია, მხოლოდ ერთმა ახალმა ამბავმა მოხიბლა იგი, რომელიც მეზობელი ქვეყნის, საქართველოს შიდა საქმეებს ეხებოდა. სათაური ასეთი ჰქონდა "ლიბერალიზმი უკვე ოფიციალურად ჩმორობაა." ვა, გაიფიქრა მამაჩემმა და სტატიის კითხვა დაიწყო. "დღეიდან, ჩვენი ბელადის, ემრე კუჩუკ მეორის ბრძანებით, ლიბერალები იძულებულები იქნებიან შუბლზე სიტყვა ჩმორი დაიწერონ და ისე იარონ ქუჩებში. განათლების მინისტრი, ზურაბ მახარაძე აცხადებს რომ ეს მაგალითი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის…" კარებზე კაკუნი გაისმა, მამაჩემმა სტატიას მოსწყვიტა გონება და გასძახა "შემოდით." ლეჩხუმის დაცვის უფროსი, გენერალი მათე შემოვიდა ოფისში. "ბატონო, მამაჩემო, საზღვარზე ერთი ქართველი გადმოიპარა, რომელიც მალევე დავიჭირეთ. მან გადმოგცათ, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტი, გელა ყვლიპიძე გამოსირებული ბოზი ###ა, რა პასუხს დაუბრუნებთ?" მოახსენა თავდახრილა მათემ. დადუმდა მამაჩემი. მან უმალვე გადახედა გელა ყვლიპიძის ვიკიპედიის გვერდს და ის სახე რომ დაინახა ჩაიღიმა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. "ჩემგან გადაეცით, რომ 'დავი,' ასევე დაბანეთ, აჭამეთ, საუკეთესო სასტუმროში, ანუ ნებისმიერში (რადგან ლეჩხუმში ყველა სასტუმეო საუკეთესოა) დააბინავეთ და საღამოსთვის ჩემთან დაუძახეთ." მათემ, რომელსაც სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, მოისმინა ბრძანება და გავიდა ოფისიდან. მამაჩემმა განაგრძო ფეისბუქში ძრომიალი. მას დააინტერესა რა ხდებოდა ლეჩხუმის ლიბერტარიანული პარტიის ჯგუფში. იგი შევიდა ჯგუფში და პირველი პოსტი რასაც ხედავს არის, გიორგი ლომინაძის სტატია ცხოველთა უფლებებზე. მამაჩემს სტატია არ წაუკითხავს რადგან იგი ### არაა, ის ეგრევე კომენტარებში შევიდა. მას თვალში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კომენტარი მოჰხვდა, რომელიც რატომღაც ორგაზმებზე საუბრობდა. ალბათ წინა კომენტარებს პასუხობდა, იფიქრა მამაჩემმა. ამ კომენტარს ოცზე მეტი პასუხი ჰქონდა, გახსნა და თვალში იგივე ადამიანის კომენტარი ნახა, "რაულ მისმინე…" კარებზე კვლავ კაკუნი მოისმა. შეწყვიტა მამაჩემმა კითხვა, საათს ახედა და კმაყოფილი სახით წარმოსთქვა "შემობრძანდით." შეფ ბიწამ საუზმე მოუმზადა.
2 "შემოდით" გაიმეორა სპეტაკმა მამაჩემმა მას შემდეგ რაც პირველ დაძახებაზე არაფერი მომხდარა. მან გაიფიქრა რომ შეფ ბიწას ყურებში ქონები გაეჭედა და სმენა დაეკარგა, ამიტომ იგი ლეჩხუმური ნაგაზის ტყავისგან დამზადებულ სკამიდან ადგა და გაეშურა კარებისაკენ. სწრაფი წამოდგომისგან მას თვალები დაუბნელდა, კიდევ კარგი მეფე არ იყო თორემ ღმერთს იწამებდა, მაგრამ რა არის საწამებელი, თვითონ არაა ღმერთი!? თვალებში სინათლე რომ დაუბრუნდა განაგრძო გზა კარებისაკენ. უეცრად კარების მეორე მხრიდან ხმა გაისმა, ჭურჭლის ტეხვის ხმას მოაგონებდა. კარების ქვეშიდან წითელი სითხე გადმოვიდა. მამაჩემს არ სურდა იმის გაფიქრება, რომ მისი სანუკვარი, მთელს მსოფლიოში და არამარტო მსოფლიოში სახელგანთქმული, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიგებული, ლეჩხუმის წვენები და ლეჩხუმული ქათმის სენდვიჩები აღარ არის. უმალვე მიირბინა კარებთან. ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება მას ენახა კარების გაღებისთანავე, თავში უტრიალებდა. თითქმის გადაიფიქრა კიდეც კარების გაღება, არ უნდოდა რეალობისთვის თვალი გაესწორა, მაგრამ რა გაეწყობა, კარების არ გაღებით ხომ არაფერი შეიცვლება, რაც მოხდა უკვე მოხდა და ამას ვერავინ შეცვლის. მან გააღო კარები და შეფ ბიწას უსულო სხეული მისკენ ეცემა. კიდევ კარგი კარებში ვერ გამოეტია და გაიჭედა, თორემ მამაჩემის ძვლები ამას ნამდვილას ვერ გადაიტანდნენ. მამაჩემმა სუნთქვას მოუხშირა, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ დამშვიდდა და გაანალიზა ყველაფერი, შეფ ბიწა სუნთქავდა, რაზეც ოფისში მისი ცხვირიდან წამოსული ქარიც მეტყველებდა. რამდენიმე წამში მამაჩემმა ლეჩხუმური ცხვირსგან დამზადებულ წინდებში სისველე იგრძნო, იმის გაფიქრებაც არ უნდოდა ეს რაც იყო, დაიხედა და ლეჩხუმის წვენები… ის აღარ არის. მამაჩემმა მიირბინა მაგიდასთან და წითელ ღილაკს დააჭირა. ორ წუთში ზაზა მოვიდა, ლეჩხუმის საუკეთესო ექიმი და ღმერთის რეზიდენციის ჯანდაცვის უფროსი, ასევე მამაჩემის ოჯახის ექიმი, ანუ მთელი ლეჩხუმის ოჯახის ექიმი, რადგან მთელი ლეჩხუმი მამაჩემის ოჯახია. "ეს რა არის, მამაჩემო?" იკითხა სირბილისგან დაღლილმა ზაზამ. იგი იმან დაღალა, რომ ღმერთის რეზიდენციას ლიფტი არ აქვს, რადგან მამაჩემის ბრძანებით რეზიდენციას ლიფტი არ სჭირდება. "ლეჩხუმის წვენები…" ხანომკლე პაუზის შემდეგ განაგრძო მამაჩემმა "სულ დაიღვარა." "მაგას არ ვკითხულობ, შეფ ბიწას რა სჭირს, ეგ ვიკითხე" შესძახა დაბნეულმა ზაზამ. მამაჩემმა გახედა გაკვირვებული მზერით ზაზას და უპასუხა "მე რა ვიცი რა სჭირს, შენი საქმეა ეგ რომ გაიგო, საქმეს შეუდექი!" ზაზა კიდევ უფრო დაიბნა, არ უნდოდა საუბარი გაეგრძელებინა და თქვა "ოკ." შემდეგ კი შეფ ბიწას მიუბრუნდა. როგორც ჩანს ცოცხალია, ალბათ მოიწამლა, გაიფიქრა ზაზამ. იგი საკაცეებში ხუთი დაცვის დახმარებით ჩასვა და ლეჩხუმის წვენებისგან ნიმუში აიღო. მამაჩემმა შესძახა "ლეჩხუმის წვენებისგან რა გინდა?" ზაზა მამაჩემს მიუახლოვდა "ვფიქრობ რომ მასში საწამლავი გაურიეს, ტესტი უნდა ჩავატარო." ჩუმად უთხრა ზაზამ. "ოკ" თქვა მამაჩემმა. ზაზა მივიდა საკაცეებთა და დაიწყო შეფ ბიწას მიგორება მისი ლაბორატორიისაკენ, რომელიც მესამე სართულზე მდებარეობს.
3 მამაჩემმა დაუძახა დამლაგებელს რათა მის ძვირადღირებულ იატაკზე, გმირულად დაღვრილი ლეჩხუმის წვენები გადაესვენა. აღარ იცოდა რა ექნა მამაჩემს, შიმშილისგან გამოწვეულ მუცლის ბუყბუყის ფონზე იმაზე ფიქრი დაიწყო რომ ვიღაცას მისი მოწამვლა სცადა. კი მაგრამ მთელი ლეჩხუმის მიერ აღიარებული ცოცხალი ღმერთის მოკვლა ვის უნდა სდომებოდა, სისულელეა. ნუთუ ქართველების ნამოქმედარია, მაგრამ არა, ვერავინ შემოაღწევდა ლეჩხუმში. თანაც ქართველებს ჯაშუშიც არავინ ეყოლება ლეჩხუმში, ყველა სუფთა სისხლის ლეჩხუმელია. ის საქართველოდან გამოპარული მაღელვებს ყველაზე მეტად. ის ხომ ჩემი პირადი ჯაშუშია, არ მგონია ქართველთა მხარეს გადასულიყო, ჯერ ისეთი ქართველი არ დაბადებულა ლეჩხუმელისათვის ტვინი გამოერეცხოს. ოფისში დამლაგებელი შემოვიდა, იატაკის საწმენდი აიღო და დაიწყო ლეჩხუმის წვენების მოწმენდა. ამის შემხედვარე მამაჩემმა ვერ გაუძლო, მისი ცხოვრების სიყვარულთან გამომშვიდობება არ სურდა. მიბრუნდა მინის კედლისაკენ და ლეჩხუმს გაჰხედა. ნისლი გამქრალიყო, მამაჩემმა მისი საყვარელი ლეჩხუმის შემხედვარე გული დაიწყნარა. მას ლეჩხუმის ყურებაზე მეტად არაფერი სიამოვნებდა. მამაჩემის ოფისიდან მარჯვნივ ლეჩხუმის მთავარი სკვერი მოჩანდა, სადაც პატარა ლეჩხუმელები ერთობოდნენ და ზასაობდნენ. მარჯვნივ კი ლეჩხუმის სტადიონი იყო, ლეჩხუმის თასის ფინალი იწყებოდა, ფეხბურთელები ხურდებოდნენ, მწვრთნელები კი ლეჩხუმის ბალახებისგან დამზადებულ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ სიგარეტს ეწეოდნენ. ამ დღეს ერთმანეთს ლეჩხუმის ძაძა და ლეჩხუმის ძუძუ ერკინებოდნენ. ისინი ლეჩხუმის საუკეთესო და ერთადერთი გუნდები იყვნენ. მამაჩემმა ამჯერად მარჯვნივ გაიხედა, უყურებდა თუ როგორ თამაშობდნენ 5000 ლეჩხუმელი საპროტესტო აქციის მეოცე დღეს. ამაყობდა მამაჩემი საკუთარი ერით. "ლეჩხუმიმო, შენზე მიდგება," თქვა მამაჩემმა და დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას. დამლაგებელიც მორჩა დალაგებას. "მადლობა, ლევან, თავისუფალი ხარ," თქვა მამაჩემმა. დამლაგებელი გაწითლდა, ენა დაება, ვერაფერი უპასუხა და გავიდა ოფისიდან. ვერაა ეს, შიგ აქვს, რა უხეშობაა, თქვა მამაჩემმა და ნოდიკოს დაურეკა. "ნოდიკო, ის დამლაგებელი რომ გვყავს…" ნოდიკომ შეაწყვეტინა, "ნარიმანი? თუ რა ჰქვია, არ მახსოვს." მამაჩემმა უთხრა "არა, არა, კაცო, ნიკოლოზი ჰქვია." "ა ხო… ხო, ხო, მერე, რამე პრობლემაა?" ჰკითხა ნოდიკომ. "გამოსირებული ###ა, გაათავისუფლე სამსახურიდან!" გულცივად უბრძანა მამაჩემმა. "კარგი." ისე მოახსენა ნოდიკომ თითქოს პირველად არ ყოფილა მსგავსი შინაარსის დიალოგი მას და მამაჩემს შორის. ყველასათის საყვარელ მამაჩემს უარესად შეაწუხა კუჭის ბუყბუყმა. მან ჯიბიდან მისი დაკვეთით დამზადებული ლეჩხუმული სმარტფონი ამოიღო. სხვა სმარტფონებისგან იმით განსხვავდებიდა რომ მას ლეჩხუმის რუკის ფორმა ჰქონდა, ასევე იგი ლეჩხუმის ოპერატიულ სისტენაზე (LOS) მუშაობდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მის სმარტფონში ყველა ლეჩხუმელის სახლში დამონტაჟებულ კამერებთან იყო წვდომა. ეს მამაჩემის დიდ სიყვარულზე და ყურადღებაზე მეტყველებს საკუთარი ხალხის მიმართ. მამაჩემმა გახსნა ლეჩხუმის წვენების აპლიკაცია და ხუთი ლეჩხუმის წვენები შეუკვეთა. საკვების გამოძახება არ დასჭირვებია, რადგან მხოლოდ ლეჩხუმის წვენებიც კი ანაყრებს, სწორედ ამიტომ არის საუკეთესო ლეჩხუმის წვენები მთელს მსოფლიოში.
4 შეკვეთამ სულ რაღაც სამი საათით დააგვიანა. მამაჩემს მოუტანეს სპეციალურად მისთვის ახალი ჩამოსხმული ლეჩხუმის წვენები. დაგვიანებისათვის მამაჩემმა აპლიკაციას ცუდი მომსახურეობის გამო ერთი ლეჩხუმური ვარსკვლავი დაუწერა. რამდენიმე წუთში რატომღაც აპლიკაცია გაქრა და ღმერთის რეზიდენციის უკან არსებული ლეჩხუმის წვენების ქარხნიდან რამდენიმე ადამიანის კივილი გაისმა. უცნაურია, ალბათ ვიღაც მუშა ისევ დაიღუპა, არაუშავს ხდება ხოლმე. ჩაილაპარაკა მამაჩემმა და დაიწყი ლეჩხუმუს წვენებთან ურთიერთობა, ფეისბუქის სქროლვასთან ერთად. ზაზა დაბრუნდა, მას კარგი ამბავი ჰქონდა. "ლეჩხუმის წვენები შევამოწმეთ და ვადა 29 წელს (ლეჩხუმის კალენდრით წელთაღრიცხვა მამაჩემის ღმერთად კურთხევით იწყება. მდაბიოთა კალენდარის მიხედვით ეს მოვლენა 2030 წელს მოხდა) ჰქონდა გასული. შეფ ბიწას რაც შეეხება, ვვარაუდობ რომ მან ვადაგასული ლეჩხუმის წვნები დალია." მამაჩემმა შეაწყვეტინა, "კი მაგრამ გონება რატომ დაკარგა?" ზაზას ჩაეღიმა, "ანუ, ვადაგასულმა ლეჩხუმის წვენებმა კუჭი მოუშალა შეფ ბიწას და ტრაკის ქონებმა ვერ გამოუშვა ტრაწი, დიდი ტკივილის გამი კი გული წაუვიდა." მამაჩემმა ხარხარი დაიწყო. მოულოდნელად პირში არსებული ლეჩხუმის წვენები გადასცდა და სასტიკი ხველება დაიწყო. ზაზა გადასარჩენად მივარდა და ზურგში ძლიერ ჩაარტყა. მამაჩემი კარგად გახდა. "მადლობა, ზაზა. ახლა კი თუ შეგიძლია მათეს დაუძახე." ზაზა გავიდა და ხუთ წუთში მათესთან ერთად დაბდუნდა. "თავისუფალი ხარ, ზაზა" თქვა მამაჩემმა. "გისმენთ, ბატონი მამაჩემო." მიმართა მათემ. "მომისმინე, ზაზა და შეფ ბიწა ჩამოახრჩე. ზაზა მკვლელობის მცდელობისთვის, შეფ ბიწა კი ჩემი სანუკვარი ლეჩხუმის წვენების დალევისათვის." ორწამიანი პაუზის შემდეგ მამაჩემმა განაგრძო, "ა ხო კიდე, შეფ ბიწასთვის ცოტა სქელი თოკი იშივეთ, ხეხე," ჩაიცინა მამაჩემმა. "კი მაგრამ, შეფ ბიწა გასაგები, მაგრამ ზაზამ რა დააშავა? ის ხომ საუკეთესო ექიმია ვინც ლეჩხუმში გვყავს?" ჰკითხა გაკვირვებულმა მათემ. "ჩაიჯვი!" დაუყვირა მამაჩემმა. მათემ ბრძანება შეასრულა, ჩაიჯვა, სუნი დააყენა, ოთახი გაანიავა და გავიდა. მამაჩემს ნერვები მოშლილი ჰქონდა, ლეჩხუმის წვენების ხალისიც აღარ ჰქონდა. მათეს ჩაჯმულის სუნი კი უფრო აღიზიანებდა. დამაწყნარებელი ლეჩხუმის ბალახები მიიღო, მაგრამ უშედეგოდ. გადაწყვიტა რომ სასაცილოები ენახა. იუთუბი გახსნა, და ახალი დადებულ დედის შოუს მეოთხე ეპიზოდს წააწყდა. "როგორც იქნა," დაიყვირა მამაჩემმა. იგი ასეთი ბედნიერი არასდრის ყოფილა. კამათელ გომელაური როგორ გასუქებულა, მგონი ვიღაცას მაგონებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ჩაილაპარაკა გულში. რამდენიმე წამი გავიდა და მორჩა. მამაჩემი გაბრაზდა რადგან ძალიან მოკლე იყო, მაგრამ მაინც ბევრი იცინა, განსაკუთრებით იმ მომენტზე, გადაცემის წამყვანი სტუმარს წყალს რომ ასხავდა, ძალიან მოულოდნელი და სასაცილი სცენა იყო. მათე დაბრუნდა. "მამაჩემო, დამნაშავეები სიკვდილით წარმატებით დავსაჯეთ." "კიდევ რას მომახსენებ?" იკითხა ჩაღუმებულმა მამაჩემმა. მათემ თავი დახარა და ოდნავ ჩუმად თქვა, "ის გადმოპარული ქართველი მოკვდა, ჩვენი ბიჭები ცოცხით ეთამაშებოდნენ და ხო... რატომღაც მოკვდა." მამაჩემს სევდა შემოაწვა გულში და მარჯვენა თვალიდან ცრემლი წამოუივდა. "არაუშავს, მაინც ### იყო." მათე გამოყლევდა, არ იცოდა რა ეთქვა და გავიდა.
5 ღამე გათენდა, უღრუბლო ცაზე ვარსკვლავები ცეკვავდნენ მთვარესთან, ღამის ლეჩხუმმა გაიღვიძა. მამაჩემი კი ისევ საკუთარ ოფისში ზის და უკვე მესამე ჭიქა ლეჩხუმის წვენებს სვამს. სადაცაა უნდა ჩასძინებოდა და მათემ გამოაფხიზლა, იგი გაუფრთხილებლად შემოვიდა ოთახში. "მამაჩემო, ლეჩხუმის ნახევარი მოსახლეობა საპტროტესტო აქციის თამაშით ერთობა. რამით ხომ არ ვასიამოვნოთ ჩვენი საყვარელი ერი!?" იმედით ანთებული თვალებით ჰკითხა მათემ და ელოდა მამაჩემის პასუხს. "რავი აბა, შენი ბიჭებიც წაიყვანე, სათამაშოებიც წაიღეთ და შეუერთდით თამაშს. მე კი აქედან გიყურებთ. და ხო, მთელი ღამე არ დარჩეთ, კარგად უნდა გამოიძინოთ, რომ ლეჩხუმს უკეთესად ემსახუროთ." დაღლილმა მამაჩემმა მშვიდი და მზრუნველობით გაჯერებული ხმით უთხრა მამაჩემმა და ლეჩხუმის წვენების ბოლო ყლუპი დალია. მათემ თავი დაუხარა და გასვლა დააპირა. "ა ხო კიდე, ყველა უთხარი რომ არ შემაწუხონ." შესძახა მამაჩემმა. მათემ პასუხი არ გასცა, თავი დაუხარა და გავიდა. მარტოდ დარჩენილმა მამაჩემმა ჩართო ტელევიზორი. არხების უმეტესობაზე ლეჩხუმის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმდებარე ხალისობას აშუქებდა. მამაჩემს ამაზე ინტერესი არ გამოუხატავს და გადართო მის საყვარელ არხზე, ლეჩხუმის მგალობელზე. მისი საყავრელი გადაცემა სადაცაა უნდა დაიწყოს. მხოლოდ ლეჩხუმის წვენები აკლდა მამაჩემს, მაგრამ ხალხს ვეღარ შეაწუხებდა მის მოსატანად. მას სწორედ ასეთი სიტუაციისთვის ჰქონდა განკუთვნილი სეიფი რომელიც მაცივარია. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ მანდ ცივ-ცივი ლეჩხუმის წვენებია რომელებიც ყოველდილას ნახლდება, მამაჩემის ერთ-ერთი ცოლის მიერ. მამაჩემი წამოდგა, მხრებში გასწორდა, ძვლების ტკაცუნმა კი შვება მისცა მამაჩემს. თავიც სამჯერ დაატრიალა საათის ისრის მიმართულების საპირისპიროდ. როცა მიხვდა რომ უკვე მზად იყო, გაემართა მისი უზარმაზარი პორტრეტისაკენ, რომელსაც მხატვარმა მარადიული მამაჩემი უწოდა, რასაკვირველია მამაჩემსაც მოეწონა ეს სახელი. ყოველთვის უყვარდა მამაჩემს ეს ნახატი, ჯერ კიდევ მაშინ დახატა ანზორ გულუამ როცა მამაჩემი ღმერთობის პირველ წლებში იყო. ეჰ, რა კარგი დრო იყო, გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი სანუკვარი ლეჩხუმი რომ გავათავისუფლე ქოცებისგან და მისგან მთელი იმპერია შევქმენი. უი ორ წუთში იწყება, დროა ვიჩქარო. მამაჩემმა ნახატი მარჯვნივ გასწია, სადაცაა სეიფი უნდა გაეღო, მაგრამ უბედურება… კოდი დაავიწყდა, რაც თავში მოუვიდა ყველაფერი სცადა, მისი დაბადების წელი, ღმერთად კურთხევის წელი, მისი მეცხრე ცოლის სახელი და ასე შემდეგ. მამაჩემი გაბრაზდა მთელი ოთახი გადაქექა რომ ფურცელი ეპოვა სადაც კოდი ეწერა. კიდევ კარგი იპოვა თორემ მეზარება მეტის წერა. კოდი ზუსტადაც რომ მისი მეცხრე ცოლის სახელი იყო, მამაჩემს კი მხოლოდ ერთი ციფრი შეშლია 5492-ის ნაცვლა მამუკა ჩაუწერია. არაუშავს ვის არ მოსვლია სთქვა მამაჩემმა, დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას, დაისხა ლეჩხუმის წვენები და შეუდგა მისი საყვარელი გადაცების ყურებას. შალვა რამიშვილის დედას ###### რა გამოსირებული ბოზი ###ა, მაგის ბოზის დედამისს ######, თქვა მამაჩემა როცა ორი წუთი გავიდა გადაცემის დაწყებიდან. ზუსტად მაგ დროს გაახსენდა რომ ეს გადაცემა საერთოდ არ მოსწონდა მთელი მისი ცხობრების მანძილზე. ლეჩხუმის წვენები ბოლომდე დალია და მინის კედელთან დადგა. ღამის ლეჩხუმი მართლაც რომ შეუდარებელია, იესო ქრისტეს მესამე ნაწილი აქ რომ არ გადაიღონ დედას #######ავ ილია მეოთხეს, ჩაილაპარაკა მამაჩემმა და განაგრძო ლეჩხუმით ტკბობა. ლეჩხუმის ანძას თვალი რომ მოსწყვიტა გადახედა ლეჩხუმელებს. ჩემს გარეშეც რა კარგად ერთობიან. ნეტავ მანდ ვიყო, მაგრამ ეს ორი თვეა ფორმაში აღარ ვარ, შეფ ბიწასი არ იყოს იმიტომ არ გავდივარ ჩემი ოფისიდან რომ ვეღარ ვეტევი კარებში, იმის თქმაც მერიდება რომ კარები გააფართოვონ. ეჰ რა ვქნა ვზრუნავ ჩემს ხალხზე. ვა ეს ბავშვებიც რა კარგად თამაშობენ მკვდრების როლს, რა ნიჭიერი თაობა მოდის. სიხარულის ცრემლები შეიწმინდა მამაჩემმა და ხმამაღლა წარმოსთქვა "ლეჩხუმო, შენზე მიდგება."
This post has been edited by public_enemy on 17 Jun 2020, 19:51
--------------------
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...
|