DeathWalksBehindYouუმა თურმანზე დისერტაცია დაიცავი და მე რაღას მეკითხები?
უფრო ცალ-ცალკე მიყვარს ხოლმე დაშლა ეპიზოდებად და იმის გარჩევა, იმიტო რო რაღაც-რაღაც მესიჯები მხვდება ხოლმე, რომელიც მრჩება გონებაში და რომელზეც ვფიქრობ, მაგრამ თუ ესე დავსვამთ საკითხს, რომ ერთი მთავარი აზრი გამოვიტანოთ ფილმიდან, მაშინ ალბათ ის, რო რაღაც ეტაპს კი არ გავდივართ რო მერე მართლა ჯოჯოხეთში ჩავიდეთ ან სამოთხეში ავმაღლდეთ, აქაა ჩვენს ცხვირწინ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, არჩევანი კი ჩვენზეა.
ფსიქოპათის მხრიდან დანახულმა სამყარომ მაგრად გაასწორა. თითქოს რო ხვდები რა სიგიჟეებსაც აკეთებს, მარა რაღაც პონტში ამასაც უგებ და მომენტებში ამის თვალითაც უყურებ სამყაროს და ძაან უმნიშვნელო არსებებად გეჩვენებიან დანარჩენები.
In this hell of a world, nobody wants to help. ყველაფერი ეგოიზმზეა დამყარებული.