კოროჩე იმ დღეს ფეხით ჩავდიოდი ვერის პარკიდან სანაპიროზე.
იმ დღეს რა, სადღაც 15 წლის წინანდელ ამბავს ვყვები
არა მეტის, 2002-2003 წელი იქნებოდა, ჰა და ჰა 2004
კოროჩე 16 წლის მაინც არის რა

ხოდა კიბეები ჩადიოდა მანდ მაშინ, არ ვიცი შეიძლება ეხლაც კია

მოკლე საფეხურები იყო, სხვათა შორის, ნახევარი ტერფი ან მეტეოდა და ან არა
და მოყინულზე საშიში იყო მანდ სიარული
მარა მაშინ არ იყო ყინვა, მაისი იქნებოდა
ხოდა ჩავიარე ეს კიბეები, გენაცვალე, და ავუყევი ტროტუარს ელბაქიძისკენ.
მაშინ არ მისული სკვერამდე სადგური იყო მანდ რუსთავი-თბილისის ავტობუსების
ავიღე ბილეთი (60 თეთრი ღირდა), დავხედე და კენტი ნომერია
კენტი თუ გხვდებოდა, წესით პირველი შენ ჯდებოდი სკამზე და უპირატესობა გქონდა ადგილის არჩევის - ფანჯარასთან დაჯდებოდი თუ შუისკენ
მარა ცხელოდა და არ ავედი ავტობუსში, არ მანაღვლებდა მაშინ რომელ მხარეს დავჯდებოდი
რომ გაიყიდა 45 ბილეთი, დაქოქა მძღოლმა ავტობუსი და ავედი მეც, დავჯექი კოხტად და გავემგზავრე რუსთავში

ჩავედი კიდეც მშვიდობიანად, ერთი ეგ იყო, რომ სოღანლუღში ქსენია ამოვიდა და ჩასვლამდე მთელი გზა მძოლს ელაპარაკებოდა თავის შიშებზე
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე