* * *
და იმ წერილზე არ მიპასუხა,
ხელით დაწერილ წერილზე,
სადღაც სევდაში გაპარულ სიზმარს რომ მოვუყევი, განა დავწერე.
წიგნების თაროს გადაწმინდა თებერვლის სუსხი,
ქარით დაღლილი დღეებიდან მუსიკაც შექმნა,
ფანჯრის მინაზე დაწერილი ჩემი სახელი
გამთენიისას ჩურჩულით მითხრა;
დაწერა ლექსიც, ამიხდინა თითქოს ოცნებაც
სევდის ფურცლები მიჰქონდა ნიავს
ამაოებად აღვიქვამდა წუთიერ დუმილს
წიგნს არ ძლევდა სხვებს წასაკითხად.
უკანსკნელი დღე იყო მშვიდი როგორც არასდროს,
როგორც ყოველთვის,
ნისლიან ფიქრებს ერეოდა ჩრდილები ღამის
აღარ ვუყვარდით, თითქოს არავის;
და არც წერილზე არ მიპასუხა,
ხელით დაწერილ წერილზე,
სადღაც სევდაში გაპარულ სიზმარს რომ მოვუყევი, განა დავწერე.