დღეს გავაკეთე პეკინური იხვის იმიტაცია

ნეკერჩხლის სიროფის და სოიოს სოუსი წავუსვი იხვს.. დავამარილე, ფოლგა გადავაფარე და შევდგი ღუმელში. კარტოფილებთან ერთად...
შიგნით ჩავდე ხახვი იმისთვის, რომ თანაბრად განაწილებულიყო ტემპერატურა
შეწვის დროს ვასხავდი წვენს იმისათვის, რომ არ გამომშრალიყო...
ამასობაში ზეთი გავაცხელე და როგორც კი გამოვიღე იხვი ღუმელიდან ამ ცხელ ზეთში ვაბანავე. ამიტომ კანი დაებრაწა.
ბოლოს დავამატე ბროკოლი, პომიდორი, მწვანე ხახვი და წიწაკა

სამწუხაროდ კანის დასაბერი ხელსაწყო არ მქონდა თორემ უკეთესი გამოვიდოდა