Dodecahedronკოროჩე მე, ripsta და მატიჯა მოვდივართ ტაჯ-მაჰალიდან სახლში
გზაზე გველმა გადაგვირბინა რა
ეხლა იქაურებისთვის ეგ ჩვეულებრივი ამბავია, მარა ეს შენი მატიჯა გადაირია კაცო!
როგორ თუ წინ გველმა გადამირბინაო?!
თურმე მატიჯებისთვის ეგ უბედურების ნიშანი ყოფილა, როგორც ჩვენ რომ კატამ გადაგვირბინოს
და როგორც ჩვენთანაა ყვერებში ხელის ამოსმა პრევენცია, იმათაც ჰქონიათ გველის გადარბენისგან პრევენციული საშუალება და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ დაწვრილებით
ხოდა გამოუდგა ამ გველს ეს შენი მატიჯა სირბილით, ხან სად გაძვრა, ხან რას გადაახტა და დაიჭირა, კაცო, შიშველი ხელებით იმხელა გველი! თან კაი შხამიანი იქნებოდა კოჭებში ეტყობოდა
და მოყავს ჩვენკენ გახარებულ სახით
მე და რიპსტამ ერთი კი შევხედეთ ერთმანეთს გაოცებულებმა და მერე ისევ მატიჯას ვაკვირდებით, რას უპირებს ნეტა ამ გველსო
ამ მატიჯამ, გენაცვალე, მიიტანა ეს გველი ონკანთან და კუდი დაჰბანა კარგად, სადღაც 1 მტკაველის სიგრძეზე.
მერე ერთი გაახრიალა ყელში, გადმოაფურთხა მადლიანად და არ ჩაჰბერა ამ გველს პროჭში?!
ვააო - მე და რიპსტამ კიდე ერთხელ გავხედეთ ერთმანეთს და მივაშტერდით ისევ
უბერა და უბერა ამან კიდე უბედურ გველს, სანამ თვალები არ გადმოაკარკლინა
მერე უცებ ჰოპ, ჰოპ და ცხენის ფორმაზე გამოკვანძულს გვთავაზობს
მე ვუთხარი - არ მინდა, აგერ რიპსტა უმცროსია და ამას დავუთმობ, ითამაშებს-მეთქი
მერე მოგვიყვა, კაცო, მაგათ ეგეთი რწმენა ჰქონიათ, გველი რომ წინ გადაგირბენს, თუ არ დაიჭირე და მასე ცხენის ფორმაზე არ გამოკვანძე გაბერილი, გადაგიშენდება ჯიშ-ჯილაგი (იმიტომაც ყოფილა მატიჯები სანთლით საძებარი)

ლექსი სხვა დროს იყოს, რამდენი რამე მოვყვე ეხლა ერთად?.!