კარგი ადამიანი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.
კარგი ადამიანი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.
კარგი ადამიანი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთ, ძალთა და ზურგთ მომბმელია.
კარგი ადამიანი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.
კარგი ადამიანი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.
კარგი ადამიანის უკეთესსა შენ რას იშოვი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და კარგ ადამიანს შესწყობოდეს.
კარგ ადამიანში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.
წავიკითხე