სიმართლის რაღაც მარცვლები არის ამ პოსტში,
ოღონც ჩემთვის არამხოლოდ ეს კონკრეტული ფორუმი, არამედ ინტერნეტში აქტიურობაა დიაგნოზი,
ფორუმი იქნება ეს, ფბ, რედიტი თუ ინსტაგრამი.
ცხოვრება, რომელსაც სქროლვაში ვატარებთ,
თითქოს დრო საინტერესოდ ან სახალისოდ გაგვყავს, ვიღაცასთან კომუნიკაციის სურვილს დავიკმაყოფილებთ, ვიღაცის ბაყვს, მკერდს ან სხვა რომელიმე ნაწილს მოვიწონებთ ან დავიწუნებთ, ვიღაცასთან კამათში საინტერესო საუბრის ილუზიას შევიქმენით, მაგრამ, უმეტესად, ქარს ვატანთ დროსაც და ცხოვრების ამ წუთებსაც.
რა გვრჩება რომ ამ ყველაფრიდან?
არაფრისმომცემი ინფო, რომელსაც ადგილს მეხსიერების სანაგვეში თუ მივუჩენთ.
ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო მომენტებში, საერთოდ, არ ვარ ინტერნეტში აქტიური